თბილისი (GBC) - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოთხშაბათს, 25 სექტემბერს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს ორ ლოკაციაზე - რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

„ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ  5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ თბილისობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.