თბილისი (GBC) - “სიახლით მიღებული შთაბეჭდილება: პიტერ დინი ქართული ღვინის თანამედროვე ასპექტებზე საუბრობს” - სტატია ამ სათაურით პრემიუმ ხარისხის ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის გლობალური ონლაინ პლატფორმის "The Buyer" დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ღვინის ჟურნალისტმა პიტერ დინმა გამოაქვეყნა.
პიტერ დინი, საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით გამართული ღვინის ტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
სტატიაში საუბარია ქართული ღვინით და საქართველოს მეღვინეობებში მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
სტატიაში დეტალურად წერია, როგორ გადის ქართული ღვინო ისტორიული და ტრადიციული ფორმებიდან თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლის რთულ გზას და როგორ ეგუებიან მეღვინეები კომერციულ რეალობას, რომლებსაც ექსპორტის მზარდი ბაზრები სთავაზობენ.
სტატია იწყება იმ ძირითადი წარმოდგენით, რაც უცხოელებს აქვთ ქართულ ღვინოზე: თეთრი ღვინოები, რომლებიც ფერსა და სტრუქტურით წითელს ჰგავს, და ტრადიციული ქვევრი, რომელიც ქართული ღვინის სიმბოლოა. თუმცა, პიტერ დინი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმ მრავალფეროვნებისა, რაც ქართული ღვინის სამყაროში არსებობს. რეალურად, ქართული ღვინოების მხოლოდ 5% მზადდება ქვევრის ტექნოლოგიით, მაშინ, როცა დანარჩენი კომერციული ღვინის წარმოებაა. მათგან კი ძირითადი ნაწილი მუხის ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში იწარმოება, რათა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ბაზრების გემოვნებას.
სტატიაში ასევე ყურადღება გამახვილებულია ბოლო წლების ტენდენციებზე, როდესაც მეღვინეები ექსპერიმენტებს ატარებენ ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით. ახალი თაობის მეღვინეები იღებენ გამოცდილებას, ძველებისგან კი გაკვეთილებს იღებენ.
სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა აღწერილი, რომლებიც ღვინის წარმოებაში ხდება. მაგალითად, ღვინის ქვევრში უფრო ნაკლები ხნით დავარგება, რათა ტანინები უფრო რბილი გახდეს, რაც, უცხოელი მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი იქნება: “დებატებია იმაზე, უნდა გამოიყენონ თუ არა კლერტი ღვინის დავარგებისას, რაც ღვინოს ნაკლებად კომპლექსურს და მარტივს გახდის. ქართული ღვინო ახლა ბევრად ნაკლებად “მკვეთრი” და კომერციული აუდიტორიისთვის უფრო მარტივად მისაღებია, ვიდრე ეს აქამდე იყო.”
“ქართულ ღვინოსთან სიახლოვე სასიამოვნო სიახლის შეგრძნებას გვიტოვებს”, - აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ 2022 წელს, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, უკრაინა ქართული ღვინის მეორე დიდი იმპორტიორი სახელმწიფო იყო. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა.
ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ არა საბჭოთა კავშირი და მისი გავლენა საქართველოზე ახლა ქართულ ღვინო "სრულყოფილი" იქნებოდა.
ავტორი წერს, თუ როგორ ცდილობენ მეღვინეები შექმნან ღვინოები, რომლებიც უფრო ახლოს იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. პატრიკ ჰონეფი კი ამავდროულად აცხადებს,რომ ქართული ღვინო უნდა იყოს “ნამდვილი და ავთენტიკური” და ის ამ გზით მოახერხებს საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას: “ეს ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური საფუვრები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ქართული ღვინო საქართველოს უნიკალურ ღვინის კულტურას უნდა ასახავდეს და არა რამე სხვას”.
სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.