თბილისი (GBC) – ვიცე–პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თავისი საარჩევნო კამპანიისთვის ორ დღეზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი აშშ–ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა, სპონსორებისგან $100 მლნ შეაგროვა. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი ABBC News ჰარისის შტაბის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

მათი თქმით, ეს ფული კვირას შუადღის შემდეგ შეგროვდა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა ორშაბათის საღამომდე თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ.

გარდა ამისა, დაახლოებით 58 ათასმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, მოხალისეების სტატუსით ჩაერთონ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში, რამაც 100–ჯერ გადააჭარბა სხვა არჩევნებზე დაფიქსირებულ ამ მაჩვენებელს.

აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.