თბილისი (GBC) – ბალტიმორში (აშშ) სამშაბათს დილით დიდი საავტომობილო ხიდი „ფრენსის სკოტ კი“ ჩამოინგრა, მას შემდეგ, რაც სატვირთო გემი შეეჯახა.

Associated Press–ის ცნობით, მაშველები წყალში სულ მცირე 7 ადამიანს ეძებენ. სააგენტო იუწყება, რომ შეჯახების შემდეგ გემზე ხანძარი გაჩნდა და ჩაიძირა.

მერილენდის შტატის სატრანსპორტო სამმართველოს ცნობით, ინციდენტის რაიონში ყველა გზა ჩაკეტილია.

2,6 კმ სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი მდინარე პატაპსკოზე გადადის. 

ვიდეო კადრებს The Guardian ავრცელებს: