თბილისი (GBC) – ალასკის დასავლეთ ნაწილში ჩარტერული თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში მოყვა. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა – ორი პილოტი და ექვსი მგზავრი. ყველა მათგანი დაიღუპა.

Associated Press-ის ცნობით, ინფორმაცია აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა და ალასკის დანაყოფის მეთაურმა რობერტ დევისმა გაავრცელა.

თვითმფრინავი ალასკის შტატში, კეიპ-ნიუნჰემის აეროდრომზე ჩამოვარდა, რომელიც ანკორიჯიდან დაახლოებით 725 კილომეტრის დაშორებით, დასავლეთით მდებარეობს.

კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.