თბილისი (GBC) – „2022–2027 წლების საგზაო რუკას“, რომელიც ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გამავალი შუა დერეფნის განვითარებასა და ფუნქციონირების დაწყებას ემსახურება, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი პარასკევს, 25 ნოემბერს მოაწერენ ხელს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში დაგეგმილ შეხვედრაზე. პროცესში საქართველო არ მონაწილეობს.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სამმხრივი შეხვედრაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას, დოკუმენტს ბაქოს დეკლარაციის ფარგლებში მოეწერება ხელი, რომელიც პირველ სხდომაზე მიიღეს.