თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ბანკმა მარტში აუქციონებზე $498,3 მლნ გაყიდა, რაც 42%–ით ნაკლებია თებერვალში დაფიქსირებულ გაყიდვებზე. ამის შესახებ რეგულატორმა ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია. 

ბანკის ცნობით, მარტში აუქციონებზე გასაყიდად გამოტანილი ვალუტა მთლიანად ნავთობის სახელმწიფო ფონდს ეკუთვნოდა.

2023 წელს ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე სულ $2,7 მლრდ გაყიდა.