თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე–პრემიერ შახინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით ვიზიტით ერევანს ეწვია.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დელეგაციის თვითმფრინავი ერევნის აეროპორტში ოთხშაბათს, 29 აპრილს დილით დაეშვა.
თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე–პრემიერ შახინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით ვიზიტით ერევანს ეწვია.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დელეგაციის თვითმფრინავი ერევნის აეროპორტში ოთხშაბათს, 29 აპრილს დილით დაეშვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
კობახიძემ განცხადება გააკეთა უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების საქართველოსთან წინ დაყენება რეალობას მოკლებულია.„ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში. უკრაინაში, სამწუხაროდ, არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. 2022 წლის შემდეგ პროცესები მძიმედ განვითარდა - ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის. რაც შეეხება მოლდოვას, ის არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ეს აისახება მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში მოვახერხეთ, დაახლოებით 14 მლრდ დოლარით გაგვეზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად აუცილებელია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი აკრძალვა, რისთვისაც მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა.კობახიძემ ოპოზიციური ერთობა გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას შეადარა.„თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური გაერთიანება. ჩვენი სურვილია, რომ ამ ოთხი რადიკალური არაკონსტიტუციური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. არ შეიძლება მუდმივად ამ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდეს ჩვენი ქვეყანა, როდესაც ერთ მხარეს არის მმართველი პარტია და მეორე მხარეს არის რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ოპოზიცია. ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს“, - აღნიშნა კობახიძემ.პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნა ეფუძნება მათ წარსულ საქმიანობასა და მუდმივ „საბოტაჟს“. მისი თქმით, სარჩელში წარმოდგენილია მრავალი არგუმენტი, მათ შორის „ადამიანის წამება, ბიზნესის რეკეტი და მედიის მიტაცება“. კობახიძის მოსაზრებით, რადიკალური ძალების ჩამოშორების შემდეგ, 2028 წლისთვის ასპარეზი „ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს“ დაეთმობა.საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინზე და დააზუსტა კომუნიკაციის ვადები.„ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს. მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე. აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით“, - დასძინა მან.
1777453693
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ბარნოვი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები, რომლებიც ვენახის გაშენებას ბიუროკრატიულ ლაბირინთად აქცევს, შინაარსით ანტიეროვნულია. მისი თქმით, ეს პროცესი ქართული ღვინის მრავალფეროვნებას ისეთსავე საფრთხეს უქმნის, როგორც ისტორიული შემოსევები.„ეს არის ქართული ვაზის წინააღმდეგ განხორციელებული ისეთი ვანდალიზმი, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე შაჰ აბასს რომ შეიძლება შევადაროთ. დარგი, რომელიც დინამიკურად ვითარდება და საქართველოს იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა, ერთი ხელის მოსმით უნდათ რომ მოკლან“, - აცხადებს ანდრო ბარნოვი.ბიუროკრატიული ბარიერები: „ნიადაგის ანალიზი ყველაზე დიდი ბომბია“ბარნოვის კრიტიკის მთავარი სამიზნე ის მოთხოვნებია, რომელთა დაკმაყოფილებაც მევენახეს ვენახის გაშენებამდე მოუწევს. იგი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არის ეს პირობები დამღუპველი: „ადამიანი ვენახს ვეღარ გააშენებს, თუ არ წარადგინა ნიადაგის სრული ანალიზი და ლიცენზირებული სანერგედან ნერგის შეძენის ინვოისი. ეს სანერგეები დღეს ბრუნვაში არსებული ჯიშების 10%-საც არ აწარმოებენ. დაჯდება მერე ვიღაც ჩინოვნიკი და გადაწყვეტს, მოიღოს თუ არა მოწყალება. ნიადაგის ანალიზი ამ „უწყინარ“ ჩამონათვალში ყველაზე დიდი ბომბია. კრიტერიუმები არ ვიცით“.ბარნოვი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს რეგულაცია კლავს ექსპერიმენტებსა და ახალი ტერუარების აღმოჩენის შესაძლებლობას, რაც ქართული ღვინის მთავარი ხიბლია.„წარმოიდგინეთ, კარდენახში, ატენში, მუკუზანში, ხვანჭკარაში თუ ტვიშში რომ აქვს ადამიანს ვენახი, რა ნიადაგის ანალიზი უნდა იმას? პატრონს თავად თუ აინტერესებს, თორემ საქართველოს იმდენი ასეული ისტორიული ტერუარი აქვს, მარტო ტერუარის სახელი უდრის ათას ანალიზს. როგორ განვითარდება მრავალფეროვნება? - ვერ განვითარდება“, – წერს ანდრო ბარნოვი.მცირე მარნების გაქრობა და ეკონომიკური ზიანიბარნოვი პროგნოზირებს, რომ რეგისტრაციის ვალდებულება და მასთან დაკავშირებული ხარჯები (1000-2000 ლარი) გლეხების უმეტესობისთვის გადაულახავი იქნება, რაც ავტომატურად გაანადგურებს მცირე მარნებს, რომლებიც ყურძენს სწორედ ასეთი მევენახეებისგან ყიდულობდნენ.„რა მოუვათ მცირე მარნებს, რომლებიც შესანიშნავ მრავალფეროვნებას ქმნიდნენ ამ ქვეყანაში? — გაქრებიან. ამ მემარნეების შემოსავლების გაქრობა კი მთლიანად ეკონომიკას დააკლდება. გაღარიბდებიან ღვინის ბარები, ერთი მნიშვნელოვანი განზომილებით გაღარიბდება ტურისტული სექტორი. დასრულდება ექსპერიმენტები, დასრულდება ველური მევენახეობა და მეღვინეობა, ეს კი ზუსტად ის არის, რაც საქართველოს ნამდვილ ღვინის ქვეყნად აქცევს“, – წერს ბარნოვი.მისივე თქმით, ეს კანონი მევენახეებს აზარალებს, ხოლო ღვინის დიდ კომპანიებს „ქოც-მევენახეთა მონებად“ აქცევს, რადგან მათ მოუწევთ ყურძნის ჩაბარება მხოლოდ იმ მსხვილი ვენახებისგან, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია?„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.5 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ (TI) იმ დროს უკვე პარლამენტში წარდგენილი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ახალ კანონპროექტი კორუფციული რისკების შემცველად და მცირე მეწარმეებისთვის დამაზიანებლად შეაფასა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ვენახის გაშენებაზე სავალდებულო ნებართვის შემოღებასა და საოჯახო მარნებისთვის ბიუროკრატიული ტვირთის გაზრდას ითვალისწინებს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს „გაუმჭვირვალე ძალაუფლებას“ ანიჭებს და ბაზარზე მცირე მოთამაშეების შევიწროების საფრთხეს ქმნის."კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება", - წერდა TI.
1777452492
აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-მა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები 56 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით დაასახელა.გამარჯვებულების შერჩევა დამოუკიდებელი მკვლევრებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა როგორც მმართველობით პოლიტიკასა და მიზნებს, ასევე მიღწევებს გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.„ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დღეს კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები აღარ არის აბსტრაქტული საკითხები, არამედ იქცა ყოველდღიურ გამოწვევად. სირთულეების მიუხედავად, რეგიონში არსებული ფინანსური ინსტიტუტები ავლენენ მნიშვნელოვან ლიდერობას და ახორციელებენ ინოვაციურ ინიციატივებს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით - მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი ეკონომიკის განვითარებასა და მდგრადობაზე დაფუძნებული ბიზნეს-პრინციპების დანერგვას. ეს პროცესი მოიცავს არა მხოლოდ გარემოსდაცვით ინიციატივებს, არამედ გულისხმობს მდგრადობის უფრო ფართო გაგებასაც, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ბიზნესებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას”, - აღნიშნულია Global Finance-ის განცხადებაში.“Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მონიჭებული ჯილდო – “2026 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით” – ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიისა და სისტემური მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის მდგრადობა არ არის ცალკეული ინიციატივა – ის ინტეგრირებულია ჩვენს ბიზნეს მოდელში, რისკების მართვაში და პროდუქტების განვითარებაში. ვმუშაობთ მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული დაფინანსების გაფართოებაზე, ESG შეფასებების გაძლიერებაზე და ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც ერთდროულად ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და პოზიტიურ გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას. ჩვენი წარმატება და Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება საქართველოს ბანკის 9000-ზე მეტი თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ეს ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ლიდერობა საქართველოს ფინანსურ სექტორში მდგრადი განვითარების მიმართულებით”, – აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.მდგრადი დაფინანსების ჯილდო გადაეცათ ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა: Deutsche Bank (გერმანია), Societe Generale (საფრანგეთი), HSBC (დიდი ბრიტანეთი), Ameriabank (სომხეთი) და სხვა. მსოფლიოში საუკეთესო ბანკად მდგრადი დაფინანსების მიმართულებით კი Societe Generale დასახელდა.
1777451781
კანონპროექტი, რომელიც 28 აპრილს გამოქვეყნდა და პარლამენტში 2 ივლისამდე უნდა შევიდეს, ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს, შემოსავლის ნაწილი ჟურნალისტების შრომის ანაზღაურებასა და რედაქციების მხარდაჭერას მოახმარონ.ინიციატივა ითვალისწინებს ფინანსური მექანიზმის შექმნას, რომელიც სოციალურ პლატფორმებს ახალ ამბების მწარმოებელ ორგანიზაციებთან შეთანხმებების გაფორმებას და მათი კონტენტის გამოყენებისთვის კომპენსაციის გადახდას წაახალისებს.პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური შრომა უნდა ანაზღაურდეს. მისი თქმით, მსხვილმა საერთაშორისო კორპორაციებმა არ უნდა მიიღონ მოგება საინფორმაციო კონტენტიდან მისი შემქმნელებისთვის სამართლიანი ანაზღაურების გარეშე. ალბანეზემ დასძინა, რომ ჟურნალისტიკაში ინვესტიციები აუცილებელია „ჯანსაღი დემოკრატიის“ ფუნქციონირებისთვის.ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ინიციატივა გააკრიტიკეს და მას ფაქტობრივად „ციფრული მომსახურების გადასახადი“ უწოდეს. მათი შეფასებით, შემოთავაზებული მოდელი არ ითვალისწინებს სარეკლამო ინდუსტრიაში მომხდარ ცვლილებებს და მედიისთვის მდგრად დაფინანსებას ვერ უზრუნველყოფს.ეს უკვე მეორე მცდელობაა, რომ ავსტრალიამ საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულოს ციფრული პლატფორმები, გადაიხადონ მათ სერვისებზე გავრცელებული საინფორმაციო კონტენტის გამოყენებისთვის.მანამდე სასამართლომ Google-სა და Meta-ს 6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა ქსელურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ საქმეზე.
1777451101
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება, რომელიც OPEC-ში ნავთობის მესამე უმსხვილეს მწარმოებელს ეკუთვნის, ხაზს უსვამს აბუ დაბის ხანგრძლივ უკმაყოფილებას წარმოების კვოტებთან დაკავშირებით, ასევე მიუთითებს საუდის არაბეთთან არსებული დაძაბულობის შენარჩუნებაზე. FT აღნიშნავს, რომ ირანში ომამდე საამიროები დღეში დაახლოებით 3.4 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ.საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ ალ–მაზრუიმ გამოცემას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება იყო „სუვერენული ნაბიჯი, რომელიც ეფუძნება ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ და ეკონომიკურ ხედვას“. „ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით ჯგუფის მუშაობაში და ვუჭერდით მხარს მის ყველა გადაწყვეტილებას, თუმცა ახლა დროა მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენი შეფასებით, მომენტი სწორად არის შერჩეული, რადგან ეს მინიმალურ გავლენას მოახდენს მწარმოებლებზე“, – განმარტა მინისტრმა.FT-ის შეფასებით, ამ ნაბიჯის შედეგების სრულად განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება აღდგება ჰორმუზის სრუტის გავლით.მანამდე საამიროების სახელმწიფო სააგენტომ WAM გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-სა და OPEC+-ს 2026 წლის 1–ლი მაისიდან დატოვებენ.
1777449715
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას, რომელიც მოქალაქეებს ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდების ან ადმინისტრაციული ხარვეზების გამო დაეკისრათ. მოქმედი რეგულაციებით, პენსიისა თუ შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება, პატიმრობა ან გარდაცვალება, თუმცა ხშირ შემთხვევაში უწყებებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება დაგვიანებით ხდებოდა, რაც თანხების ზედმეტად დარიცხვას იწვევდა.ამნისტია ჯამში რამდენიმე ათას ბენეფიციარს შეეხება. კერძოდ, ზედმეტად დარიცხული პენსიების ნაწილში შეღავათით 1 685 პენსიონერი ან გარდაცვლილის მემკვიდრე ისარგებლებს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტში დასაბრუნებელი 1 213 804 ლარი ჩამოიწერება. სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში გადაწყვეტილება 252 პირს შეეხება, მათ შორის მათაც, ვის მიმართაც სასამართლო დავა მიმდინარეობდა.ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეღავათი საარსებო შემწეობის მიმღებ პირებზე ვრცელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 1 444 ოჯახს ჯამში 2 653 678 ლარის დავალიანება ეპატიება. დამატებით, სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს 130 500 ლარის დაბრუნების ვალდებულება მოეხსნება.მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ჰუმანური აქტი აღმოფხვრის იმ სამართლებრივ დავალიანებებს, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემური ხარვეზების გამო გროვდებოდა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახებოდა.
1777446807
საქმის წარმოებაში ჩართული მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი ნივთების მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა. საქმის შესწავლისას, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც.აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.ამასთან, GCCA-მა აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა შეკვეთის გაუქმების შემდგომ მოვაჭრის მიერ თანხის დაბრუნების მაქსიმალური ვადა - 14 კალენდარული დღე, რომლის გადაცილებაც სააგენტოს მიერ არაგონივრულად იქნება მიჩნეული.სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.
1777445944
ფესტივალი 1 მაისს, 20:30 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება Factory Tbilisi-ში და ტრადიციულად თავს მოუყრის ადგილობრივ და საერთაშორისო ფოტოგრაფიით დაინტერესებულ საზოგადოებას. საიუბილეო გახსნის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს Killages, რომელიც ფესტივალის სცენას 2018 წლის შემდეგ პირველად უბრუნდება.ფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტო 2026”-ის ფარგლებში თიბისი კონცეპტის გალერეა ორ გამოფენას წარმოგიდგენთ:29.04 - 30.05.26 | ვიზუალური ხელოვანის და რეჟისორის ანკა გუჯაბიძის პერსონალურ გამოფენას „მთას ვიყავ“.04-30.05.2026 | საიუბილეო კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ლეგენდარული ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის საარქივო ფოტოების გამოფენა და მისი ნამუშევრების ფოტოალბომის გამოცემა. ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას, სადაც გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. წელს კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე ფოტოგრაფი მონაწილეობდა, ხოლო ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა - დარგის წამყვანმა ექსპერტებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და იაპონიიდან.„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.(R)
1777445538