თბილისი (GBC) – უორენ ბაფეტის გარდაცვალების შემდეგ მისი უზარმაზარი ქონება საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. ამის შესახებ მილიარდერმა The Wall Street Journal–თან ინტერვიუში განაცხადა. ამ ფონდს მისი სამი შვილი უხელმძღვანელებს, რომლებიც საკუთარ ფონდებს მართავენ. ამასთან, ბაფეტმა თქვა, რომ ბილ გეიტსის ფონდისთვის მისი შემოწირულება შეწყდება, წერს Business Insider.

ბაფეტი დღეს Berkshire Hathaway B–ის აქციების მფლობელია, რომლის ღირებულებაც $130 მლრდ–ს შეადგენს.

„ძალიან დადებითად ვუდგები ჩემი სამივე შვილის ფასეულობებს და 100%–ით მჯერა მათი უნარების, აწარმოონ საქმე“, – განაცხადა ლეგენდარულმა ინვესტორმა.

მისი გარდაცვალების შემდეგ სიუზი, ჰოუი და პიტერ ბაფეტებს მოუწევთ ერთხმად გადაწყვიტონ, საქველმოქმედო მიზნებისთვის მამის უზარმაზარი ქონება როგორ გამოიყენონ უკეთესად.  WSJ წერს, რომ თითოეული მათგანი უკვე აგებს პასუხს საკუთარ ფონდზე.