თბილისი (GBC) – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 14 იანვარს ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
სომხეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღონისძიება 22:00 საათზე გაიმართება.
მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მინისტრი არარატ მირზოიანი ვაშინგტონს სამუშაო ვიზიტით 14–15 იანვარს ეწვეოდა და შეხვედრებს გამართავდა ამერიკელ კოლეგებთან, მათ შორის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.