თბილისი (GBC) – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი X-ზე წერს: "ევროპის კავშირი, პარტნიორებთან ერთად, სირიისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის 5,8 მილიარდ ევროს გამოყოფს". 

„ეს დაეხმარება სირიას კრიტიკული სიტუაციის დროს და უპასუხებს ადგილზე არსებულ მწვავე საჭიროებებს“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სირიის საკითხებზე გამართულ მეცხრე კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც ბრიუსელში გუშინ, 17 მარტს ჩატარდა.

ბრიუსელის პოლიტიკის ცვლილება სირიასთან მიმართებით მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ ასადის რეჟიმი დაემხო. იანვარში ევროკავშირი დათანხმდა სანქციების მოხსნას სირიის ეკონომიკის ძირითადი სექტორებისთვის.