თბილისი (GBC) – ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება გადაიფიქრა.

როგორც გამოცემა WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საყურადღებო გახდა ბიზნესმენის შეხვედრის გაუქმება „მესამე პირებისთვის კამპანიების ორგანიზებაზე მომუშავე ჯგუფთან“, რადგან მასკს „სურს საკუთარი ბიზნესის მართვაზე ფოკუსირება“.

„მასკმა თავის მოკავშირეებს განუცხადა, რომ სურს თავის ბიზნესებზე ფოკუსირება და არ უნდა მესამე პარტიის შექმნა, რომელიც რესპუბლიკელებს წაართმევდა ხმებს“, – წერს გამოცემა.

ივლისის დასაწყისში ილონ მასკმა პარტია „ამერიკის“ შექმნის შესახებ განაცხადა და მისი მიზანი იყო თავდაპირველად სენატში 2–3, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში 8–10 ადგილის მოპოვება. ამას წინ უძღოდა მასკის დაპირისპირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მასკი აცხადებდა, რომ ტრამპი ჯეფრი ეპშტეინის საქმესთანაა შეხებაში. ამის საპასუხოდ კი ტრამპმა წამოაყენა წინადადება, სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დაეტოვებინათ მილიარდერის პროექტები.