თბილისი (GBC) – საფრანგეთის პრემიერ–მინისტრი გაბრიელ ატალი ელისეის სასახლეში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შესახვედრად მივიდა და თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. თუმცა, როგორც BFM TV–ს ელისეის სასახლეში აცნობეს, მაკრონმა პრემიერის თხოვნა არ დააკმაყოფილა.
პრეზიდენტმა ატალს თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა, „ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.
საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების თანახმად, პირველი ადგილი მემარცხენეების კოალიციამ „ახალმა სახალხო ფრონტმა“ დაიკავა. ამის შემდეგ ატალმა განაცხადა, რომ თანამდებობას ორშაბათს დილით დატოვებდა.