თბილისი (GBC) - თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკური ინტერესების გამო, ნატომ უარი არ უნდა თქვას შვედეთისა და ფინეთის წევრობაზე. - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg - ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

შვედეთმა და ფინეთმა  გასულ წელს ნატოს წევრობის განაცხადით მიმართეს. ამის მთავარი მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო.

წევრობის მისაღებად საჭიროა 30 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების ერთადერთ მოწინააღმდეგედ თურქეთი რჩება.

შვედეთისა და ფინეთის წევრობის წინადადებების მიღების სანაცვლოდ, ერდოღანმა გამოსცა მთელი რიგი მოთხოვნები. თუმცა მთავარი პრობლემა აქამდე ერდოღანისთვის შვედეთის მთავრობის მიერ, ქურთი სეპარატისტების თავშესაფრის მიცემა იყო.

თურქეთს სურდა, რომ შვედეთს შეეზღუდა პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა, რომელთაც ქურთ ბოევიკებთან კავშირი ჰქონდათ.

ახლა კი ვითარება გაართულა დანიელი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მიერ, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს მახლობლად ყურანის ასლის დაწვამ.

 

ერდოღანის განცხადებით, ზემოთაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, თურქეთი არ დაუჭერს ნატოს გაფართოვებას მხარს.