თბილისი (GBC) – გლობალურ ბაზრებზე ეტალონური მარკების ნავთობის ფასები ოთხშაბათს თითქმის 3%–ით მცირდება.
კერძოდ, Brent-ის მარკის ნავთობი, თბილისის დროით 16:40 საათისთვის ლონდონის ბირჟაზე 2,89%–ით არის გაიაფებული და ბარელი $80,08 ღირს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასიც ზუსტად 2,89%–ით არის შემცირებული ამ დროისთვის და ბარელის ფასია $75,55.