თბილისი (GBC) - ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $95-ს გადააჭარბა. Bloomberg-ის შეფასებით, ნავთობის ფასი სულ მალე $100-იან ნიშნულს გადააჭარბებს.

ნავთობის ფასი ამჟამად 10 თვის მაქსიმუმზეა.

შეგახსენებთ, ნავთობის მოპოვება ორმა უდიდესმა მწარმოებელმა, რუსეთმა და საუდის არაბეთმა შეამცირა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.