თბილისი (GBC) – ნედლეულის გლობალური ბაზრების მაჩვენებლები მთლიანად წითელ ზონაშია და ყველაზე მეტად – 1,73%–ით სამშაბათის ვაჭრობაზე ვერცხლი იაფდება. ეტალონური მარკების ნავთობი კი საშუალოდ 1%–ზე მეტს კარგავს.

კერძოდ, თბილისის დროით 12:00 საათისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 1,13%–ით არის გაიაფებული და ბარელი $84,19 ღირს.

ამერიკული WTI–ს ფასი ამ დროისთვის 1,24%–ით არის დაწეული და ბარელი $79,81–ად ივაჭრება.

უნცია ოქრო 0,62%–ით გაიაფდა და $1 976,2 ღირს, ვერცხლი კი $22,8–მდე გაიაფებული. პლატინა 1,31%–ით ნაკლებად – $905,6–ად იყიდება.