თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გამოსცა, რუსეთისა და ცენტრალური ბანკისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის წესების შესახებ.
მან მთავრობას დაავალა ზარალის ანაზღაურების სპეციალური წესების დადგენა, რომელიც რუსეთმა აშშ–ის მხრიდან არამეგობრული ქმედებების გამო მიიღო.
პუტინმა დაადგინა, რომ ქონებაზე უფლებამოსილ რუს სუბიექტებს შეუძლიათ აშშ–ის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების შესახებ დავები რუსული კანონმდებლობით აწარმოონ.
განკარგულების თანახმად, რუსეთში არსებული ამერიკული ქონება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აშშ–ში ჩამორთმეული რუსული ქონების კომპენსაციისთვის.