თბილისი (GBC) – ამერიკული კომპანია Meta–ს კუთვნილი მესინჯერი WhatsApp რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სრულად დაიბლოკა.
რუსული მედიის ცნობით, როსკომნადზორის DNS-სერვერებიდან დომენის სერვისი წაშლილია.
სერვისზე წვდომა დომენის სისტემის დონეზეა შეწყვეტილი.
მანამდე რუსეთში ანალოგიური ზომები გაატარეს YouTube–თან მიმართებით, რომლის დომენიც ასევე წაიშალა რეგულატორის სერვერებიდან.