თბილისი (GBC) – სომხეთ–თურქეთის საზღვარზე გამშვები პუნქტი „მარგარა“ 21–31 მარტის პერიოდში გაიხსნება, სირიაში თურქეთის გავლის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მიზნით. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის 20 მარტის სხდომაზე მიიღეს.

ეს მონაკვეთი ბოლოს 2023 წლის 11–17 თებერვლის პერიოდში იყო გახსნილი, მაშინაც ჰუმანიტარული ტვირთისთვის, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთს მიაწოდეს.