თბილისი (GBC) – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაიტ ავანესიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ჯანდაცვის სამინისტროსთვის შეშფოთების საგანია.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ზონებში ვრცელდება ინფექცია, თუმცა, დასძინა, რომ კოღოები (ძირითადი გადამტანი) ყველაზე მეტად არარატისა და არმავირის ოლქებშია მომრავლებული.

მინისტრის თქმით, ინფექციის გავრცელების ტემპის შენელება ჯერ არ არის საკმარისი და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საჭიროა აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.