თბილისი (GBC) – BBC-ს ინფორმაციით, First Citizens – 500 თანამშრომელს შეამცირებს.
შემცირება ეხებათ Silicon Valley Bank-ის თანამშრომელს, რომლებიც ბანკის გაკოტრების შემდეგ, First Citizens-ს შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, ორი თვის წინ First Citizens-მა შეიძინა გაკოტრებული SVB.
გამოცემა წერს, რომ გაკოტრებული SVB, ლონდონში მდებარე საბანკო გიგანტმა HSBC-მ იყიდა ნომინალური ფასში - $1.25.
აღნიშნული შემცირება კომპანიის მთლიანი მუშახელის დაახლოებით 3%-ს შეადგენს.
ამ თვის დასაწყისში, HSBC-მ განაცხადა, რომ მისმა მოგებამ 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.