თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი პოლიტიკოსის სიახლოვეს კიდევ ერთი სროლის შესახებ აცხადებს. შტაბის ცნობით, ტრამპი უსაფრთხო ადგილზეა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ექს–პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი სროლის მომენტში გოლფს თამაშობდა ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში.

მანამდე, 13 ივლისს, შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ტყვიამ ტრამი ყურში დაჭრა. სროლისას დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო მიტინგზე ცეცხლი გახსნა 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსმა. ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ბეტელ-პარკში ცხოვრობდა.