თბილისი (GBC) – ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ თოყაევმა ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტები შავკატ მირზიოევი, სადირ ჟაპაროვი, ემომალი რახმონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ასტანაში, თავისუფლების სასახლეში მიიღო. 

„ცენტრალური აზია + გერმანია“ ფორმატში მიმდინარე სამიტზე საუბარი შეეხო რეგიონის ქვეყნებსა და გერმანიას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით. მათ შორის, განიხილება სავაჭრო–ეკონომიკური პარტნიორობა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელება.

მხარეები შუა დერეფნის განვითარების საკითხსაც განიხილავენ, რომელიც ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით უმოკლესი გზაა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის.