თბილისი (GBC) - ბერმუდაში რეგისტრირებულმა საინვესტიციო ჰოლდინგმა FIL Limited, TBC Bank Group PLC-ში (TBC PLC) საკუთარი წილი 5.794%-დან 6.022%-მდე გაზარდა. ტრანზაქცია დუბლინში 16 ივლისს განხორციელდა. 

წილობრივი მაჩვენებლების დინამიკა:                                   

კომპონენტი

წინა მდგომარეობა (08.07.2025)

ახალი მდგომარეობა (16.07.2025)

ხმის უფლება ჩვეულებრივი აქციების საფუძველზე (არაპირდაპირი ფლობით)

4.7946%

5.0149%

ხმის უფლება ფინანსური ინსტრუმენტებით (CFD)

0.9994%

1.0071%

ჯამური წილი

5.794%

6.022%

ტრანზაქციის შედეგად, FIL Limited -ის საერთო ხმის უფლება 3,256,905 აქციიდან 3,385,092 აქციამდე გაიზარდა. აქედან არაპირდაპირი ხმის უფლება 2,818,956 (წინა მდგომარეობით - 2,695,130 აქცია), მის კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების მეშვეობით, ხოლო 566,136  (წინა მდგომარეობით - 561,775) ხმის უფლება კი მას CFD მექანიზმით აქვს. 

 

შეგახსენებთ, რომ CFD არის დერივატიული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორს საშუალებას ძლევისარგებლოს აქციის ფასის ცვლილებით მის უშუალოდ ფლობის გარეშე.