თბილისი (GBC) – თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 500 საბაზისო პუნქტით – 45%–დან 50%–მდე გაზარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება რეგულატორის მონეტარული პოლიტიკის საბჭოს ხუთშაბათის სხდომაზე მიიღეს.

„მონეტარული პოლიტიკის საბჭომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა გადაწყვიტა“, – ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში. უწყებაში ამბობენ, რომ თებერვალში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა.

ამდენად, განაკვეთის 50%–მდე ზრდა რეკორდულია 2000–იანი წლებიდან. 2000–2001 წლების უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში რეფინანსირების განაკვეთმა თურქეთში 300%–ს მიაღწია და მხოლოდ 2003 წლიდან დაიწყო 50%–იანი ნიშნულისკენ შემცირება.