თბილისი (GBC) – ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების ბრალდებით თურქეთის პოლიციამ 147 ადამიანი დააპატიმრა. ამის შესახებ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განაცხადა. 

„ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 147 ადამიანი დავაკავეთ, რომლებსაც ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირებში ედებათ ბრალი“, – წერს მინისტრი X-ზე.

თურქეთის შსს ორშაბათს აცხადებდა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის 40 წევრი დააკავეს.