თბილისი (GBC) – თურქეთის საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც კვირის სამუშაო ნორმის 45 საათიდან 37,5 საათამდე შემცირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში თურქეთში სამუშაო დღეს 09:00 საათზე დაიწყება და 16:30 საათზე დასრულდება.

ინიციატივის ავტორების თქმით, მათი ძირითადი მიზანია დასაქმებულებს მეტი დრო მისცენ დასვენებისა და პირადი ცხოვრებისთვის.