თბილისი (GBC) – ნიდერლანდურ Wintershall Noordzee–ში რუსული გაზპრომის წილი, რომლის გაყიდვასაც ცდილობდა გაზის მონოპოლისტი, ჰააგის სასამართლომ დააპატიმრა. ამის შესახებ გაზეთი ვედომოსტი საქმის მასალებზე დაყრდნობით წერს.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინული სლავატიჩ–ინვესტის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მარტში გაზპრომმა ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე მისი აქტივები გამოიტანა გასაყიდად. აქტივების საწყისი ფასი 344 მლნ ევრო იყო. აუქციონი ივნისის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო.