თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრმა სსფ-ს  მისიის ხელმძღვანელთან და სებ-ის პრეზიდენტთან ოთხშაბათის ბრიფინგზე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ფაქტს, „რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების თანხვედრა“.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით,მთავრობა  ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს აკვირდება და რეაგირებს ფისკალური  თუ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით.

მისი ინფორმაციით, ფონდთან, პრაქტიკულად, ყველა ძირითად ფისკალურ, მაკროეკონომიკურ პარამეტრზე შეჯერდნენ.

შეფასებები თანხვედრაშია. ეკონომიკური ზრდა წინა შეფასებასთან შედარებით, რომელიც იყო 6% - გაიზარდა7.2%-მდე.  საბიუჯეტო დეფიციტი 2,4-2,5%-ის ფარგლებში, რაც ფონდის პროგნოზს ემთხვევა

მთავრობის ვალი გასულ წელს შემცირდა 36%-მდე და ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვალის უსაფრთხო ნიშნული საქართველოსთვის - ამ ნაწილშიც ერთნაირად ფიქრობს სამინისტრო და სსფ.

"ვალის ამ დონეს ქვეყანა შეინარჩუნებს და უფრო მეტად კლების ტენდენცია ექნება, დაახლოებით, 34-36%-ის ფარგლებში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, შეჯერებულია პოზიციები საქართველოს ფისკალური პოლიტიკის წარმატებულ შედეგებზე.

 თანხმდებიქნ, რომ  ქვეყნის ფისკალური პოზიცია ხელსაყრელია მსოფლიო ეკონომიკაში არსებული  გაურკვევლობის პირობებში. 

მან რეფორმებზეც აღნიშნა,- „ შევთანხმდით, რომ ის რეფორმები გაგრძელდება საერთაშორისო  სავალუტო ფონდის ჩართულობით.  განსაკუთრებით, ეს ეხება ყველაზე მასშტაბურ - სახელმწიფო საწარმოების რეფორმას".

მისი თქმი, შედეგებზე აღნიშნულია სსფ-ის ფონდის შეფასებაშიც. 

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებებს მე-4 მუხლის კონსულტაციების ფორმატში გამართული ნაყოფიერი მუშაობისათვის.