თბილისი (GBC) – სებ-მა მისო "ლიდერკრედიტი“ 5 სხვადასხვა დარღვევისთვის 46 100 ლარით დააჯარიმა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ 2 ტრანზაქციაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია არ წარუდგინა. ერთ გარიგებაზე ანგარიშგება დააგვიანა. სებ-მა მარეგულირებლისთვის დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 შემთხვევა აღმოაჩინა (AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დამტკიცდა). 

7 კლიენტთან მიმართებით დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონი. მისომ კლიენტების ფულადი სახსრების და სხვა ქონების წარმომავლობა არასათანადოდ შეისწავლა .

5 კლიენტის მომსახურებაში რისკები არ არის დაზღვეული. 

 AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დამტკიცდა. 

202 მლნ ლარის აქტივებით მიკროსაფინანსო ბაზარზე (30 მისო) "ლიდერკრედიტი"  მე-3-ა.