თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 21–25 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით გაზრდილია.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 57.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.88% წინა კვირასთან შედარებით და +0.70% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 272 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 53.25 - 57.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.31% წინა კვირასთან შედარებით და +3.53% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 341 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.40 - 45.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 100 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 15.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +14.22% წინა კვირასთან შედარებით და +4.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 519 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.96 - 15.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.