თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 9–13 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები მინუსშია. წინა კვირასთან შედარებით ყველაზე მეტად გაუფასურდა Lion Finance Group-ის აქციები – 4.14%-ით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 66.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.14% წინა კვირასთან შედარებით და -1.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 128 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 65.15 - 70.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.78% წინა კვირასთან შედარებით და 2.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 296 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.10 - 45.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 18.54 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.24% წინა კვირასთან შედარებით და 3.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 230 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.36 - 19.38 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.