თბილისი (GBC) – ნათია თურნავამ სსფ-ის მისიის დასკვნით ბრიფინგზე ლარიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სავალუტო ბაზარზე რყევების რისკების შემცირებისთვის. 

სებ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, სებ-ის ამოცანა, რომ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა და მუდმივი სამუშაოა საჭირო. მისი თქმით, საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია, აქტივების მაღალი ხარისხით, საკმარისი ბუფერებით, რაც გაზრდილი საერთაშორისო გაურკვევლობის პირობებში რისკებთან გამკლავებას უზრუნველყოფს.

სებ-ის ლარიზაციის კამპანიის მაღალ შეფასებაზეც აღნიშნა, სსფ-ს მხრიდან.

ამასთან რისკის მიტიგაციისთვის მუდმივი სამუშაოა გასაწევი. ერთი-ერთი რისკი  დაუცველი ე.წ არაჰეჯირებული სესხებია.  მან ამ მიზნით გადადგმულ, სავალუტო დაკრედიტების 750 000 -მდე გაზრდილ ზღვარზე განაცხადა, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდება. ეს რეგულაციის გამკაცრების უკვე მე-4 რაუნდია. ზღვარი 200 000 ლარიდან ეტაპობრივად იწევს.

თუმცა სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 42% ნიშნულს ქვემოთ ვერ ჩამოდის. აღნიშნულ ზღვარზეა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. დეპოზიტებში კი სავალუტო ანაბრების წილი 50%-მდეა ჩამოსული.