თბილისი (GBC) – “გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი მორიგი ცვლილების თანახმად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, ასევე სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების და “სხვა სახის დახმარების ფორმით“ გრანტად იქნება მიჩნეული. 

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, იმ სფეროთა ჩამონათვალს, რა მიმართულებითაც გრანტი შეიძლება გაიცეს, თავდაცვა და უსაფრთხოება ემატება.

აღნიშნული ცვლილებების პროექტი, პარლამენტს მეორე მოსმენით - მუხლობრივი განხილვისთვის დღეს, 11 ივნისს წარედგინება.

კანონპროექტის ახალ რედაქციაში გრანტის გამცემ დონორთა ჩამონათვალს დაემატა “აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია“, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი სახსრები გრანტად ჩაითვლება.