თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს, "უკრაინა ყოველთვის საკუთარ კონსტიტუციასთან შესაბამისად იმოქმედებს და დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ თავის ძლიერ გადაწყვეტილებებთან შესაბამისად". 

ზელენსკიმ X-ის ამ პოსტს ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 2018 წლის “ყირიმის დეკლარაციაც” გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას და პირობას დებს, რომ თავის პოლიტიკას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება”.

"დიდი ემოციებია დღეს. მაგრამ კარგია, რომ ხუთმა ქვეყანამ შეხვედრა გამართა მშვიდობის მოსაახლოებლად. უკრაინა, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია. მხარეებმა თავიანთი შეხედულებები გააჟღერეს და პატივისცემით მიიღეს ერთმანეთის პოზიციები.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მხარე არა უბრალოდ მონაწილე იყო, არამედ აზრიანი წვლილი შეიტანა. ამერიკულმა მხარემ თავისი ხედვა გააჟღერა. უკრაინამ და სხვა ევროპელებმა თავიანთი აზრები წარადგინეს და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ასეთი ერთობლივი მუშაობა მიგვიყვანს მყარ მშვიდობამდე”, - წერს ზელენსკი.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "უკრაინამ ყირიმი რუსეთს უბრძოლველად გადასცა 11 წლის წინ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნდა ტრაბახობდეს, რომ უკრაინა ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ აღიარებს და მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე".