თბილისი (GBC) - გამოცემა Axios წერს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა შრი თანედარმა (მიჩიგანი, „დემოკრატიული პარტია“) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონსტიტუციის დარღვევაში, ძალაუფლების უზურპაციასა და კორუფციაში დაადანაშაულა და მისი იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა.

„პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარვადგინე. მაშინ, როდესაც ტრამპი უგულებელყოფს კონსტიტუციას, კონგრესს და სასამართლოებს, ის „ამერიკისთვის არ იბრძვის“, არამედ ის მას ანადგურებს და ჩვენს დემოკრატიას რეალურ საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა.

ცნობისთვის, კონგრესმენს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნა შეუძლია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამას შედეგი არ მოჰყვეს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასა და სენატის უმრავლესობას „რესპუბლიკური პარტია“ აკონტროლებს.