GE EN
სხვა სიახლეები
პანდუსების მოსაწყობად ამირეჯიბის ქუჩა 3 თვით იკეტება

„მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება“, - აცხადებს დედაქალაქის მერია.თბილისის მერიის განცხადებით, ასევე იწყება ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის ფარგლებში ცვლილებები შევა ავტობუსების მარშრუტებშიც.

1718281076

საქართველოს ბანკისა და UNDP-ს „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ კ...

ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებზე მეწარმე ქალები გაიღრმავებენ ცოდნას ელექტრონული კომერციის, გაყიდვების, გუნდის მართვის, ადამიანის უფლებების, მარკეტინგის, ფინანსებისა და მეწარმეობის შესახებ. თითოეული მიმართულების საინფორმაციო სესიას დარგის წამყვანი ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები უძღვებიან. პროგრამის ეს ეტაპი მეწარმე ქალებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნესის საჭიროებების შესახებ მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და რეკომენდაციები. „მოხარული ვართ, რომ ინტერესი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მიმართ მუდმივად მზარდია. მეცხრე ნაკადში 15 მეწარმე იღებს მონაწილეობას და მათ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას. ინტენსიური ვორკშოპები მათ ეხმარება, გააანალიზონ საკუთარი ბიზნესის გამოწვევები და უფრო მასშტაბური პერსპექტივიდან დაინახონ, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. პროგრამის ეს ეტაპი, ცოდნის მიღების გარდა, მეწარმე ქალებს საქმიანი წრის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით ღირებულია. ჩვენ მეწარმე ქალების მხარდასაჭერად მომავალში კიდევ არაერთ ინიციატივას განვახორციელებთ“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.ინფორმაციისთვის, პროგრამა 200 მეწარმე ქალს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ღირებულებას - ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებას და თანამშრომლობას ეფუძნება. ცოდნის ეტაპი businesscourse.ge-ზე სპეციალურად ქალი მეწარმეების საჭიროებების საპასუხოდ შექმნილი კურსების გავლას და პირისპირ ინტენსიურ ვორკშოპებს მოიცავს. მხარდაჭერის ეტაპზე პროგრამის მონაწილეები იღებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. გამოცდილების ეტაპზე ქალ მეწარმეებს გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თანამშრომლობის ეტაპი კი ახალი პროფესიული კონტაქტების შეძენას გულისხმობს.გაიგეთ პროგრამის შესახებ მეტი დეტალი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

1718279911

ფეხბურთელების დაჯილდოება მათი არყოფნის გამო არ შედგა

„დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები (n:23/05/02 და n:23/05/01), რითიც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა.ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება. სწორედ ამ დროისათვის საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

1718279040

სებ-ში ბანკების სავალდებულო რეზერვები შემცირდა

ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, ლარის მასა მაისში ₾200 მილიონით გაზრდილია და პირველი ივნისისთვის, ცენტრალური ბანკის მიმოხილვის თანახმად, 5.948 მლრდ ლარს შეადგენს. რეფინანსირების სესხებზე კი ნაშთი 3.797 მლრდ ლარამდეა.პირველი ივნისისთვის სებ-ში ბანკების 5.468 მლრდ ლარის დეპოზიტებია (05/2023 - ₾ 5.511 მლრდ), საიდანაც 4.2 მლრდ ლარის სავალდებულო რეზერვებია (05/2023 - ₾4.5 მლრდ).მარტი-აპრილისგან განსხვავებით, რა პერიოდშიც Bmatch-ზე სებ-ის წმინდა შესყიდვები $200 მილიონს შეადგენს, მაისში აღინიშნება წმინდა გაყიდვები, $15.5 მლნ-მდე.

1718276958

ტურისტების დაზღვევა სავალდებულო არც წელს და არც გაისად იქნება

ვადის გახანგრძლივება საკანონმდებლო ცვლილებებმა განსაზღვრა, რომელიც პარლამენტმა მე-3 მოსმენით დაამტკიცა.გადავადების მიზეზი, მოსამზადებელი პერიოდის სირთულეა. მრავალსაფეხურიანი მოსამზადებელ პროცესი, მოიცავს საინფორმაციო კამპანიას. მათ შორის კერძო სექტორის, ასევე, უცხო ქვეყნის საელჩოების და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას, ასევე სხვა აქტივობებს, რაც ცვლილებებთან ადაპტირებისთვისაა საჭირო.სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს მნიშვნელოვან  ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით, მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული.

1718275380

ხვალ, თიბისის მხარდაჭერით, პრემია “ელისოს” დაჯილდოება გაიმართება

დაჯილდოება ხვალ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება. 14 ივნისს ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წელი სრულდება და ტრადიციულად ამ დღეს  ნატოობაც აღინიშნება.პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა,  ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, ლიმიტირებული ნომინაციებით იმართება.  ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის არიან ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და სხვა.„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.  ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალის ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  ელისოს როლს ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს.“ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი. მთავარი პარტნიორები კი არიან  გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, თეგეტა, კოკა-კოლა, გალფი, სარაჯიშვილი და სხვა.

1718273306