GE EN
სხვა სიახლეები
ნახეთ, რა ფასდაკლებები და ქეშბექები გელოდებათ Black Friday-ზე საქართვე...

გარდა ამისა, Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებასაც სთავაზობს. ერთიანად გაეცანით, რა ფასდაკლებებითა და ქეშბექებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 27-30 ნოემბერს სხვადასხვა ბარათით.Super PLUS27 ნოემბერს Super PLUS ბარათის მფლობელები City Mall-ში, Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში შოპინგის, აქსესუარების და ტექნიკის მაღაზიებში გადახდისას დახარჯული თანხის 40%-ს PLUS ქულების სახით დაიბრუნებენ. (მაქსიმუმ 150 ლარი) (აუცილებელია შეთავაზების მობილბანკში გააქტიურება)PLUS, Super PLUS და მასწავლებლის ბარათებიPLUS, Super PLUS და მასწავლებლის ბარათებით გადახდისას მომხმარებლები PLUS ქულების სახით შემდეგ სარგებელს მიიღებენ: 27 ნოემბერს - ICR Home-ში 25%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 400 ლარის); 27 ნოემბერს - City Mall-ის გლდანისა და საბურთალოს ფილიალებში, East Point-ში, გალერია თბილისში და თბილისი მოლში მდებარე Wendy’s-ის, Yakudza-ს, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში 20%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად); 27-29 ნოემბერს - Berghoff-ში 25%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარის); 27-29 ნოემბერს - Pupazzo-ში 20-ჯერ მეტი PLUS ქულა, ლიმიტის გარეშე; 28 ნოემბერს - Kenari-ში 30%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის); 28 ნოემბერს - Meama-ში 30%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარის); 29 ნოემბერს - Voulez Vous-ში 30%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის). შეთავაზება არ ვრცელდება Chanel-ზე, Dior-ზე, Essential Parfums-სა და სასაჩუქრე ბარათებზე; 29 ნოემბერი - Manamo-ში 30%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის). SOLO VisaBlack Friday-ის ფარგლებში, SOLO Visa ბარათის მფლობელებს რამდენიმე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ: SOLO ბუტიკი – 27 ნოემბერს 50%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი. შეთავაზება მოქმედებს SOLO ლაუნჯებში, საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას. დეტალური პირობები. ICR Home – 27 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 400 ლარი. შეთავაზება ვრცელდება ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ ნივთებზეც. ონლაინ გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის გადახდის არხით. დეტალური პირობები. Amazon – 27 ნოემბერს Amazon-ის ონლაინპლატფორმებზე სასაჩუქრე ბარათის (eGift card) შეძენისას 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი. დეტალური პირობები. ელიტი – 27 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი. შეთავაზება მოქმედებს როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ee.ge-სა და ელიტის აპლიკაციაში. დეტალური პირობები. Drops by Boygar’s – 27-29 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი სამოსზე და 10%-იანი ქეშბექი ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე, ლიმიტის გარეშე. შეთავაზება ვრცელდება სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ ნივთებზეც. დეტალური პირობები. ge – 27 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი. შეთავაზება ვრცელდება სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის ფასდაკლებულ ნივთებზეც. დეტალური პირობები. KiwiPost – 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი, 7 ქვეყნიდან ტრანსპორტირებული ამანათების წონის ღირებულებაზე. დეტალური პირობები. გაითვალისწინეთ, შეთავაზებების მისაღებად გადახდა შესაბამისი პირობების მიხედვით SOLO Visa ბარათით და საქართველოს ბანკის გადახდის არხებით უნდა შესრულდეს.საკრედიტო AmexBlack Friday-ისა და Cyber Monday-ის ფარგლებში, American Express-ის მფლობელებს რამდენიმე შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ. 27 ნოემბერს ნებისმიერ აფთიაქში მინიმუმ 100 ლარის ერთიანად გადახდის შემთხვევაში, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები 20 ლარის MR ქულას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა. შეთავაზება ერთჯერადია. 28 ნოემბერს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, MR ქულებით გადახდისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ, ლიმიტის გარეშე, შემდეგ მაღაზიებში: JYSK, Manamo Home, Home, English Home, Blue Tabla, Old Supra, White Studio, Berghoff, Kitchen & More, Willmax Home, Madame Coco, Remember, ICR Home, Laboratory My Home, KARE, Naterial, Sleep & Bed და My Office. შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა შესრულდეს. 30 ნოემბერი - შეთავაზებები Cyber Monday-ზე30 ნოემბერს, Cyber Monday-ის ფარგლებში, მომხმარებლები ICR-ის ონლაინ მაღაზიასა და extra.ge-ზე MR ქულებს მიიღებენ. ICR-ის ონლაინ მაღაზიაში მინიმუმ 300 ლარის შენაძენისას მომხმარებლები დახარჯული თანხის 30%-ს დაიბრუნებენ MR ქულების სახით, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. შეთავაზების მისაღებად საჭიროა მისი მობილბანკში გააქტიურება, ბარათის მონაცემების შეყვანა და გადახდისას საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა. ქულები მომხმარებლის ანგარიშზე 7 სამუშაო დღეში აისახება. ge-ზე კი მინიმუმ 500 ლარის შენაძენისას მომხმარებლები 150 ლარის MR ქულას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი მობილბანკში გააქტიურება და გადახდისას საქართველოს ბანკის ან Apple Pay/Google Pay მეთოდის არჩევა. შეთავაზება ერთჯერადია და ქულები მხოლოდ თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში დაერიცხებათ. Student Card 27 ნოემბერს ონლაინ მაღაზიებში - ASOS, Zalando, SHEIN და Trendyol გადახდისას მომხმარებლები დახარჯული თანხის 30%-ს დაიბრუნებენ. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი ოთხივე ვებგვერდზე ჯამურად 100 ლარია. 27 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ Steam-ის ვებგვერდსა და DeFacto-ს მაღაზიაში, მაქსიმუმ 100 ლარის. 27 ნოემბერს სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში გადახდისას დახარჯული თანხის 30% დაუბრუნდებათ. (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში. 27-29 ნოემბერს Altersocks ში 40%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე; 27-29 ნოემბერს Kotesi, Skivri, Felino Milano, Dakhli, AJ Handmade, iRoom, Aden Cosmetics და Tresor -ში 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ, ლიმიტის გარეშე; 28 ნოემბერს iCity - ში 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით. sCool Card 27 ნოემბერს Biblusi, XS Toys და Pepela - ში 40%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად სამივე მაღაზიაში; 27 ნოემბერს Miniso - ში 40%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი; 27 ნოემბერს Steam 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი; 27 ნოემბერს DeFacto - ში 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი; 27 ნოემბერს სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტები – 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში. 27-29 ნოემბერს Altersocks-ში გადახდისას მომხმარებლები 40%-იან ქეშბექს მიიღებენ, ხოლო Skivri-სა და Aden Cosmetics-ში - 30%-იანს. ორივე შეთავაზება ლიმიტის გარეშე მოქმედებს. 28 ნოემბერს კი iCity-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაუბრუნდებათ, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით. საქართველოს ბანკის ყველა სადებეტო ბარათისაქართველოს ბანკის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს შემდეგი შეთავაზებებით სარგებლობა შეეძლებათ: 27-29 ნოემბერს BEKO - ში 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი. შეთავაზება არ ვრცელდება ტელეფონებსა და ლეპტოპებზე; 27-29 ნოემბერს Carpisa - ში 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე. შეთავაზება არ ვრცელდება ფასდაკლებულ ნივთებზე; 27-29 ნოემბერს Intelekti - ში 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე; 29 ნოემბერს Automenu.ge - ზე 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი. საქართველოს ბანკის ყველა ბარათისაქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას მომხმარებლები შემდეგი შეთავაზებებით ისარგებლებენ: 23-29 ნოემბერს Pancho-ში 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე; 27 ნოემბერს Kontakt Home - ში 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი; 27-29 ნოემბერს Kotesi - ში 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე; 28-30 ნოემბერს Glasses Gallery - ში 50%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარი. შეთავაზება არ ვრცელდება მინებზე. გამოყენებამდე გაეცანით შეთავაზებების დეტალურ პირობებს საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდზე.(R)

1795768178

2025 წლის ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე, ხოლო მისი ორი...

ნოემბერში საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასება 7.5%-დან 8.4%-მდე დააზუსტა. შეიცვალა ზრდის კომპონენტებიც - ძირითად კაპიტალში ინვესტიციები, სადაც წინასწარი მონაცემებით კლება იყო, დაზუსტებული შეფასებით გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო მოხმარების ზრდა, პირიქით, შემცირდა. დარგების მიხედვით, გაიზარდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის წვლილი, ხოლო განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის - შემცირდა.საქსტატის ახალი მონაცემები აჩვენებს, ვისგან ყიდულობენ საწარმოები საქონელსა და მომსახურებას და ვინ ყიდულობს მათ პროდუქციას. მაგალითად, თუ რესტორანში ერთსა და იმავე კერძს ადგილობრივი მცხოვრები და უცხოელი ვიზიტორი უკვეთავენ, პირველის ხარჯი შიდა მოხმარებაში აღირიცხება, მეორისა კი – ექსპორტში. ორივე შემთხვევაში ფასის ნაწილი იმპორტირებულ კომპონენტზე მოდის, დანარჩენი კი საქართველოში რჩება – არა მარტო რესტორანთან, არამედ ადგილობრივ ფერმერთან და გადამზიდველთანაც.მშპ-ის სტანდარტული გაანგარიშებისგან განსხვავებით, სადაც მთლიანი იმპორტი ექსპორტს აკლდება, საგარეო მოთხოვნის წვლილის შესაფასებლად აუცილებელია გამოიყოს, იმპორტის რა ნაწილი მოხმარდა საექსპორტო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2025 წელს ექსპორტს იმპორტის მატების დაახლოებით მესამედი უკავშირდებოდა, დანარჩენი კი - შიდა მოხმარებასა და ინვესტიციებს. ამდენად, საგარეო მოთხოვნაზე ეკონომიკური ზრდის დაახლოებით მეოთხედი მოდიოდა, რითაც ის შიდა მოხმარების შემდეგ ზრდის მეორე ყველაზე დიდი წყარო იყო, ხოლო ინვესტიციების წვლილი შედარებით მცირეა.შიდა მოხმარებასთან დაკავშირებულ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობას, განათლებასა და ფინანსურ სექტორს ჰქონდა, თუმცა სამივე დარგზე ერთად ამ ზრდის ნახევარზე ნაკლები მოდიოდა. საგარეო მოთხოვნის შემთხვევაში სურათი სრულიად განსხვავებულია: ზრდის 90%-ზე მეტი სამ დარგში – ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებში (ICT), ტრანსპორტსა და სასტუმრო-სარესტორნო სექტორში – იყო თავმოყრილი. ამავე დროს, დამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მშენებლობაში საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება, ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემცირდა.საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული რეალური ზრდის დაახლოებით ორი მესამედი ICT სექტორზე მოდიოდა. 2021 წელს ამ დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ მომხმარებლებს უკავშირდებოდა, 2025 წელს კი ნახევარზე მეტი უკვე უცხოელ მომხმარებლებზე მოდიოდა. ამ პერიოდში უცხოელ მომხმარებლებთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში ათზე მეტჯერ გაიზარდა, ადგილობრივ მომხმარებლებთან დაკავშირებული კი დაახლოებით გაორმაგდა. შედეგად, 2025 წელს საქართველოში საგარეო მოთხოვნით შექმნილი დამატებული ღირებულების ყველაზე დიდი წილი უკვე ICT სექტორზე მოდიოდა, რომელმაც ამ მაჩვენებლით ვაჭრობას გადაასწრო.მთლიანად ეკონომიკაში საგარეო მოთხოვნას 2025 წელს შექმნილი დამატებული ღირებულების დაახლოებით მეოთხედი უკავშირდებოდა, თითქმის იმდენივე, რამდენიც წინა წელს, თუმცა, ICT სექტორის გამოკლებით, ეს წილი მცირედით შემცირდა. ოთხ დარგში – ICT-ში, ტრანსპორტში, სასტუმრო-სარესტორნო სექტორსა და სამთომოპოვებით მრეწველობაში – დამატებული ღირებულების ნახევარზე მეტი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა. თავის მხრივ, დამამუშავებელ მრეწველობაში საგარეო მოთხოვნის წილმა მცირედით იკლო. სავარაუდოდ, 2026 წელს ეს ტენდენცია ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდის ფონზე კვლავ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზრდის მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი აისახება ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში.2025 წელს მოხმარებაზე, ინვესტიციებსა და ექსპორტზე დახარჯული ყოველი 100 ლარიდან საშუალოდ 58 ლარი საქართველოში შექმნილი დამატებული ღირებულება იყო, დანარჩენი კი იმპორტსა და პროდუქტებზე წმინდა გადასახადებზე მოდიოდა. შიდა მოხმარების შემთხვევაში ყოველი 100 ლარიდან საქართველოში 64 ლარი რჩება, რადგან მოსახლეობისა და სახელმწიფოს ხარჯებში დიდი ადგილი ადგილობრივ მომსახურებას უჭირავს. ინვესტიციების შემთხვევაში ეს წილი ნაკლებია - 54 ლარი - ვინაიდან დანადგარებისა და სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ექსპორტის შემთხვევაში კი ყველაზე დაბალია – 49 ლარი, რადგან საზღვარგარეთ გაყიდული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი რეექსპორტირებულია.ადგილობრივი მომწოდებლებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვები. საქართველოში წარმოებული ICT მომსახურების ღირებულების უდიდესი ნაწილი უშუალოდ იმ კომპანიაში იქმნება, რომელიც ამ მომსახურებას ყიდის. დამამუშავებელ მრეწველობაში კი ადგილობრივი მომწოდებლების წილი მნიშვნელოვნად მეტია – ყოველი 100 ლარის პროდუქციიდან დაახლოებით 37 ლარი ადგილობრივ მომწოდებლებთან შექმნილი დამატებული ღირებულებაა, ICT სექტორის შემთხვევაში კი – 21 ლარი. საერთო ჯამში, 2025 წელს საგარეო მოთხოვნიდან მიღებული დამატებული ღირებულება გაიზარდა როგორც ადგილობრივ მომწოდებლებთან, ისე თავად ექსპორტიორებთან, თუმცა ექსპორტიორებთან ზრდა უფრო სწრაფი იყო, რის გამოც მომწოდებლების წილი შემოსავლებში 34%-დან 31%-მდე შემცირდა. ამ კლების დაახლოებით მესამედი ექსპორტში ICT სექტორის წილის ზრდით აიხსნება, დანარჩენი კი – საწარმოებს შორის შესყიდვების სტრუქტურის ცვლილებით.(R)

1795764436

წელს პირველად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინ...

პროფესიული დღის აღსანიშნავად ღონისძიება  ეროვნულ სასახლეში გაიმართა და ის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესის ორგანიზებაში ჩართული პროფესიონალების როლსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში საარჩევნო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციას პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა რომ  - ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას.„დღევანდელი დღის დაწესებით ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ დიდ სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას, ვიცავთ ინსტიტუციურ მეხსიერებას და სათანადოდ ვაფასებთ თითოეული საარჩევნო მოხელის ფასდაუდებელ ღვაწლს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს, რომელიც მოწინავე ელექტრონული ტექნოლოგიებით, გამჭვირვალე პროცედურებითა და მაღალკვალიფიციური კადრებით გამოირჩევა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  აღნიშნა, რომ  კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია.„ეს თარიღი არ არის შემთხვევითი, ადგილიც სიმბოლურია. 1918 წლის 22 ნოემბერს სწორედ ამ შენობაში დაამტკიცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა. ეს იმ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით პროგრესული აქტი იყო. 108 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრა დაადგინეს, ქალებსა და კაცებს კი თანაბარი ხმის უფლება მიანიჭეს. სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიხვეწა არჩევნების ორგანიზების წესები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. ფორმები შეიცვალა, პრინციპები უცვლელი დარჩა. კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია. არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია. ეს საქმე კომისიის თითოეულ თანამშრომელზე, თქვენს პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერ შრომაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა - „საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. მართალია, თქვენ არ განსაზღვრავთ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ თქვენ ქმნით პირობებს, რომ ეს მომავალი თავად ქართველმა ხალხმა განსაზღვროს. კანონმა სწორედ თქვენ დაგაკისრათ არჩევნების ადმინისტრირებისა და ხალხის მიერ გამოხატული ნების ოფიციალურად ასახვის პასუხისმგებლობა.  ეს არის დიდი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი პროფესიული და ტექნოლოგიური განვითარების გზა გაიარა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიან დანერგვას. ამ პროგრესის მიღმა დგას ათასობით ადამიანის შრომა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება“.გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 22 ნოემბერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული დღეა და მისი დაწესება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საარჩევნო ადმინისტრაციის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პროფესიული საქმიანობის დაფასების მიმართულებით. მისი თქმით, ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რადგან, არჩევნების ორგანიზებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საარჩევნო კულტურის განვითარება, ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნული თარიღი არა მხოლოდ სიმბოლურ, არამედ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ დატვირთვასაც ატარებს. როგორც  გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროფესიულ დღედ 22 ნოემბრის განსაზღვრა ქვეყნის საარჩევნო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება: 1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი  „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“. აღნიშნულმა საკანონმდებლო აქტმა საფუძველი ჩაუყარა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებას. ამასთან, საარქივო მასალების თანახმად, სწორედ 1918 წლის 22 ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა.„ჩვენ ახლა ეროვნულ სასახლეში ვიმყოფებით, რადგან სწორედ ამ შენობაში, 1918 წლის 22 ნოემბერს მიიღეს პირველი ქართული საარჩევნო სამართლებრივი აქტი - საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი ,,დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა”.  ეს ისტორიული თარიღი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა და მათი არჩევანის თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ საფუძველზე დაყრდნობით, 2026 წლიდან ჩვენ ვამკვიდრებთ ახალი ტრადიციას - ყოველწლიურად აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა. ეს არის ჩვენი ქვეყნის საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება, იმ ადამიანების შრომის პატივისცემა და დაფასება, რომლებიც ამ პროცესის განვითარებაში იღებდნენ მონაწილეობას. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალი თაობებისთვის ამ ღირებული ისტორიის გაზიარება. გვჯერა, რომ ისტორიის ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას ღირსეულად ვცეთ პატივი ჩვენს წარსულს, უკეთ გავიაზროთ დღევანდელი პასუხისმგებლობა და მომავლის მნიშვნელობა“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია „1918 წლის დებულებიდან თანამედროვეობამდე“ წარუდგინა. პრეზენტაცია საქართველოს საარჩევნო სისტემის ისტორიულ განვითარებას, მის სამართლებრივ საფუძვლებსა და საარჩევნო ადმინისტრირების ევოლუციას შეეხებოდა.ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონია იყო. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის 49 საარჩევნო მოხელეს სპეციალური მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.ღონისძიება 26 ნოემბერს გაიმართა და მას ცესკოს, უსკოს,  საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მხარდაჭერისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის თბილისის მერიასა და ეროვნულ სასახლეს.(R)

1795708380

გალტ & თაგარტი: საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB+-მდე გაუ...

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე.(R)

1795705140

თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტ...

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, საბანკო სექტორში არსებული ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და სტაბილურად ვითარდება - ბანკების კაპიტალიზაცია, ლიკვიდობა და მომგებიანობა მაღალ ნიშნულზეა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-თან მიმდინარე თანამშრომლობას. ბანკი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას უწევს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერებისა და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით. მათ შორისაა პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის დანერგვა, დერივატივების საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება და კაპიტალის ბაზრის რეფორმების მხარდაჭერა.„EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 30 წლის წინ შემოვიდა საქართველოში. დღეისთვის  ერთ-ერთ მსხვილი პორტფელი გააჩნია სხვადასხვა პროექტში და მათ შორის თითქმის ნახევარი დაბანდებულია ქართულ საბანკო სისტემაში. ქართული ბანკებისთვის ეს არის  რესურსი, რომელიც ჩაედინება ეკონომიკაში როგორც ლარში, ისე დოლარში გასესხების გზით. ამ ეტაპზე EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა  ტექნიკური  დახმარების სახით გრძელდება, ვეხმარებით ბანკებთან მათ ურთიერთობას. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე. აღინიშნა, თუ რამდენად მდგრადია საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, როგორ ვითარდება ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ძალიან მიმზიდველია ინვესტირებისთვის და ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს დასახული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. EBRD მჭიდროდ მუშაობს საქართველოს საფინანსო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს და რეალურ ეკონომიკას საქართველოში -  მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, ქალ მეწარმეებს, ეკონომიკის გამწვანებას. ჩვენ ამას წლებია ვაკეთებთ და კვლავაც გავაგრძელებთ. ეროვნულ ბანკთან შეხვედრის ფარგლებში, გავაცანით ფინანსურ სექტორთან მიღწეული პროგრესი. ასევე გავცალეთ მოსაზრებები, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა საუკეთესო საერთაშორისო დონეზე დარჩეს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ყველაფრის გაუმჯობესებაში", - განაცხადა ფრენსის მალიჟმა.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.(R)

1795702380

დღესასწაული მალე დაიწყება – განაახლე საქართველოს ბანკის მობილბანკი

შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს განსაკუთრებული სიახლე არ გამოგრჩეს, განაახლე საქართველოს ბანკის მობილბანკი.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკი საქართველოში საუკეთესო მობილბანკად არის აღიარებული საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ. აპლიკაცია მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო სერვისების გარდა, მრავალფეროვან არასაბანკო შესაძლებლობებსაც სთავაზობს და ერთ სივრცეში აერთიანებს ფინანსურ პროდუქტებს, შეთავაზებებსა და სხვადასხვა საჭირო ციფრულ პროდუქტს.(R)

1795701840