თბილისი (GBC) - მომავალ კვირაში, 11 ივნისს, ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს, სადაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი განიხილება. აღნიშნული ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ზე გამოაქვეყნა.
ჟურნალისტის შეფასებით, თბილისსა და ბრიუსელს შორის დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება.
ამასთან, იოზვიაკი განმარტავს პროცედურულ ვადებს, თუ როდის შეიძლება იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვასთან დაკავშირებით.
„ევროკომისია დეკემბერში წარადგენს თავის ყოველწლიურ სავიზო ანგარიშს, ხოლო იანვარში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.
🇪🇺 set to have a visa dialogue with 🇬🇪 next week, 11 June. Important meeting about the possibility of suspending visa lib. 🇪🇺 commission will come with its annual visa report in December and in January members should make a decision
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 5, 2026