GE EN
სხვა სიახლეები
ლევილის მამულში ქართული ვაზი ჩაიყრება

ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და შპს “შატო ზეგაანის“ დირექტორმა ლიანა ზუბაშვილმა.მემორანდუმს საფუძვლად უდევს 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი სანოტარო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებას, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს, ხოლო მიწის ერთ მონაკვეთზე უნდა გაშენდეს ქართული ვენახი. “შატო ზეგაანი“ ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის გაშენების მიზნით, უსასყიდლოდ, თავისი ფინანსური რესურსითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს.

1751565900

She’s Next ჰაკათონზე განაცხადების მიღება დაიწყო

პროგრამა She's Next, Empowered by Visa ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში, მათ შორის საქართველოში.პროგრამის მონაწილეებს მენტორობას გაუწევს და ცოდნას გაუზიარებს 20-მდე  სპიკერი. ქალ მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაზარდონ თავიანთი ბიზნესის ცნობადობა და მოიპოვონ 20,000 დოლარის ოდენობის დაფინანსება.She’s Next-ის მიზანია წაახალისოს თამამი იდეები, პრაქტიკული გადაწყვეტილებები და ინოვაციები. ტრადიციული ჰაკათონისგან განსხვავებით,  კოდირება საჭირო არ არის, აქ ყურადღება ექცევა ბიზნეს სტრატეგიებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს.მონაწილეები იმუშავებენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა ფინანსური მდგრადობა, ბიზნესის გარდაქმნა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, ბაზრების გაფართოება, ტენდენციების პროგნოზირება... პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:·30 ივნისი – 29 აგვისტო: მონაწილეთა რეგისტრაცია·3 – 12 სექტემბერი: საგანმანათლებლო ეტაპი16 სექტემბერი: მონაწილეობის დადასტურება და გუნდების ფორმირება18 სექტემბერი – 1 ოქტომბერი: ჰაკათონის ეტაპიყველა აქტივობა ჩატარდება  ონლაინ, ინგლისურ ენაზე.ჰაკათონი 3 ოქტომბერს გრანდიოზული ფინალით - ღია ვირტუალური შეხვედრით დასრულდება, რომელიც She's Next-ის მონაწილეებს და ფართო საზოგადოებას უმასპინძლებს. ღონისძიებაში ჩაერთვებიან წარმატებული მეწარმეები, ბიზნესის ლიდერები და Visa-ს წარმომადგენლები, რომლებიცგააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. ღონისძიებაზე გაიმართება, ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი, ბიზნეს კონცეფციების პრეზენტაციები, ჩატარდება ბიზნეს ვიქტორინა და დისკუსიები, მოწვეულ სპიკერებთან ერთად.პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები დაესწრებიან ოთხ ვებინარს, რომლებსაც ბიზნეს პროფესიონალები გაუძღვებიან და პრაქტიკულ ცოდნას გააზიარებენ. ჰაკათონის ფაზაში გადასული გუნდები გაივლიან მინიმუმ სამ მენტორულ სესიას წარმატებულ დამფუძნებლებთან, მრჩევლებთან და ინოვაციის სფეროს ექსპერტებთან. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა დაამყაროს საერთაშორისო ბიზნეს კავშირები და შეუერთდეს She’s Next-ის ციფრულ პლატფორმას, საერთო ხედვის მქონე ქალი მეწარმეების ენერგიულ ქსელს, რომელიც მთელ რეგიონს მოიცავს.გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:მთავარი გამარჯვებული – 10,000 დოლარი·ყველაზე ინოვაციური იდეა – 5,000 დოლარი·საუკეთესო სოციალური გავლენა – 5,000 დოლარიფინანსური გრანტების გარდა, გამარჯვებულებს, სამი თვის განმავლობაში, მენტორობას გაუწევენ ინდუსტრიის ლიდერები. ხილვადობის გასაზრდელად, ქალ მეწარმეებს დაეთმობათ ადგილი Visa-ს, She’s Next-ის და Reinvantage-ის პლატფორმებზე, ისინი ასევე მიწვეული იქნებიან ღონისძიებებზე. გარდა ამისა, გამარჯვებულებს ახსენებენ ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც გავრცელდება რეგიონულ მედიასაშუალებებში.ქალ მეწარმეებს She’s Next ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ მათი ბიზნესის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს ახალი თუ უკვე დიდი ხნის დაარსებული ბიზნესი. რეგისტრაცია შესაძლებელია ინდივიდუალურად ან გუნდურად (მაქსიმუმ ხუთი წევრი). გუნდებში გენდერული მრავალფეროვნება მისაღებია, თუმცა მათ ქალები უნდა ხელმძღვანელობდნენ.მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და She’s Next ჰაკათონზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ - https://shesnext.emergingeurope.org/hackathon2025/  . რეგისტრაცია გაგრძელდება 29 აგვისტომდე.

1751565088

ცენტრალური ბანკების როლი მწვანე ეკონომიკაში - მოდერატორი ნათია თურნავა

სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის  შეხვედრების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი მწვანე ეკონომიკაში“, რომელსაც მოდერატორობას ნათია თურნავა გაუწევს.სესიის მთავარი სპიკერი ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფრანკ ელდერსონი იქნება, განხილვის მთავარი თემა კი  მდგრად დაფინანსებას, კლიმატური ცვლილებებსა და ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლს შეეხება.სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (OEDNE/EDS19)  შეხვედრა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლები, ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები და ექსპერტები ერთად განიხილავენ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. ლუქსემბურგში გამართული წლევადელი შეხვედრა  ექსპერტების, პოლიტიკის შემქმნელებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.

1751564280

H&M-ის ექსპერიმენტები AI-ს დახმარებით

პროექტი შეიქმნა H&M-ის ერთგულ კრეატიულ გუნდთან თანამშრომლობით და თან ახლავს კადრს მიღმა გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გენერატიული AI გამოყენებულ იქნას კრეატიული პროცესის გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად.„ჩვენ ვიკვლევთ ისეთ ახალ ტექნოლოგიებს, როგორიცაა გენერატიული AI, რათა გავაძლიეროთ კრეატიულობა და ამ გზით ახლებურად წარმოვაჩინოთ მოდა. ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას გავაძლიეროთ მოდის ნარატივი და ვიპოვოთ ახალი გზები მომხმარებლებთან დასაკავშირებლად - იმავდროულად ვრჩებით ერთგულნი H&M-ის სტილის და ადამიანზე დაფუძნებული იდენტობის მიმართ. ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს თვითგამოხატვის თავისუფლებას და ვქმნით მოდას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.“ - ამბობს იორგენ ანდერსონი, H&M-ის კრეატიული დირექტორი.„ძალიან მახარებს შესაძლებლობა, გამოვიკვლიო AI ჩემს ფოტოგრაფიულ საქმიანობასთან ერთად. ეს კიდევ ერთი უჩვეულო ინსტრუმენტია კრეატიულ განზავებაში,“ - ფოტოგრაფი ჯონი კანგასნიემი.„ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ AI-თან -პროფესიონალურად, თანასწორად და გამჭვირვალედ,“ - ამბობს მოდელი ვანესა მუდი.პირველი ვირტუალური კოლექცია ონლაინ გაეშვა 2 ივლისს, ხოლო შემოდგომაზე H&M რამდენიმე განსხვავებული ციფრული ორეულის მონაწილეობით, სხვადასხვა მოდის დედაქალაქში, ახალ ვიზუალურ მასალებს წარადგენს.

1751562002

PLUS თავის დაბადების დღეს ყველას ასაჩუქრებს

მხოლოდ 5 ივლისს, შესაძლებელია ნებისმიერი ნივთის ნახევარ ფასად შეძენა PLUS ქულებით. მეტიც, თუ PLUS ქულები არასაკმარისია, დარჩენილი ღირებულების ნაწილ-ნაწილით დაფარვაც შესაძლებელი, თან გადახდა 1 თვის შემდეგ იწყება.BOG: "წარმოიდგინეთ, რომ გსურთ 800 ლარიანი ნივთის შეძენა და 100 ლარის PLUS ქულა გაქვთ. 5 ივლისს ეს ქულები გაორმაგდება (100X2=200) დარჩენილი 600 ლარი (800 -200=600) 4 თვეზე გადანაწილდება". გადასანაწილებელი 4 -ად ტოლად იყოფა. PLUS ქულებით გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად მაღაზიებში. თუმცა, იმ ონლაინისას გადანაწილების შეთავაზება არ მოქმედებს."იმედია, უკვე მზად ხართ შოპინგის დღესასწაულისთვის და იცით, რისი ყიდვა გსურთ. ხოლო, თუ ჯერ არ გადაწყვეტიათ, ამ ბმულზე პარტნიორი მაღაზიების გრძელ სიას და ყველა შესაძლო კითხვაზე დეტალურ პასუხს იპოვით", - საქართველოს ბანკი .

1751560652

საბანკო ასოციაცია აბუტურიენტებს წარმატებას უსურვებს

ამ კვირაში, ათასობით აბიტურიენტი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის - იწყება ეროვნული გამოცდები. ეს დღეები სავსეა მოლოდინით და იმედით.საბანკო ასოციაცია როგორც უმსხვილესი დამსაქმებელი სექტორის წარმომადგენელი ამ მნიშვნელოვან დღეებში თითოეულ აბიტურიენტს თავდაჯერებულობას, სიმშვიდეს და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას უსურვებს.ჩვენ გვჯერა, რომ განათლება ღირებულებაა, რომლითაც ადამიანი საკუთარ მომავალს ქმნის და საზოგადოებაში კუთვნილ ადგილს იმკვიდრებს.განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა საბანკო სექტორის CSR-ის საკვანძო მიმართულებაა. ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ინიციატივა განხორციელდა, რომლებმაც 500 000-ზე მეტ მოსწავლესა და სტუდენტს უკეთესი შესაძლებლობა შეუქმნა. 

1751552640