GE EN
სხვა სიახლეები
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შან...

ერთგულ ყულაბაში 500 ლარით დასაჩუქრდება ის მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში (1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში, თიბისიში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500 განაღდებს გზავნილს და მისი ოდენობა იქნება მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო.  შესაბამისად, აქციის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღე.სუპერ პრიზი კი - ორკაციანი საგზური იტალიაში, გადაეცემა იმ 3 მომხმარებელს, რომელიც კამპანიის პერიოდში (1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს.სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, ყოველთვიურად, ერთი გზავნილი მაინც გაანაღდოს - მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო.თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება.აქციის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.ისარგებლე, თიბისის ინტერნეტ ან ონლაინბანკის გზავნილების სისტემებით და გახდი ერთ-ერთი გამარჯვებული. 

1751372265

ხუციშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში უნგრეთის ელჩთან გა...

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.მინისტრმა უნგრელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩობის პერიოდში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის, ისე სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.თავის მხრივ, ელჩმა ფინანსთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა უნგრეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება.შეხვედრაზე მხარეებმა, განსაკუთრებით, გაუსვეს ხაზი ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

1751371589

SIWC-ზე ქართულმა ღვინოებმა 96 ჯილდო მოიპოვეს

კონკურსი გასულ კვირას შანხაიში გაიმართა და მასზე წარდგენილი იყო 200 ქართული ღვინო. ხუთდღიანი კონკურსის ერთი საკონკურსო დღე მხოლოდ ქართულ ღვინოს დაეთმო. გამარჯვებულმა ღვინოებმა შემდეგ კატეგორიებში მიიღეს ჯილდოები: 10 – „პლატინა: 44 – „ოქრო“ 35 – „ვერცხლი“ 2 – „საუკეთესო ტროფი“ 5 – „პოპულარული“ დეტალები იხილეთ ლინკზეკონკურსს Shanghai International Wine Challenge (SIWC) ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო.რიგით მე-19 კონკურსი 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ღვინის უმაღლესი ხარისხის წარმოჩენა და საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთის ბაზარზე.SIWC წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ღვინის მწარმოებლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებს, მედიასა და მომხმარებლებს. გამარჯვებული ღვინოები აქტიურად შუქდება პრესაში და იღებს ფართო აღიარებას.კონკურსის ორგანიზატორია შანხაის ვაიგაოციაოს თავისუფალი სავაჭრო ზონა (Shanghai Waigaoqiao Free Trade Zone), მსაჯთა გუნდი შედგება 80-მდე ღვინის პროფესიონალისგან, ღვინო ფასდება ბრმა დეგუსტაციის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობასა და გამჭვირვალობას. გამარჯვებული ღვინო ჯილდოვდება შემდეგ კატეგორიებში: პლატინა, ოქრო, ვერცხლი, ტროფი და პოპულარული.

1751370946

Allan Gray-მ TBC-ში წილი 3%-მდე შეიმცირა

შედეგად, მის საკუთრებაში არსებული ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა 1,682,584-ით განისაზღვრა.ვაჭრობა სამხრეთ აფრიკაში, კეიპთაუნში, 27 ივნისს მოხდა.შეგახსენებთ, რომ Allan Gray-მ TBC PLC-ში წილი 2023 წლის 2 ნოემბერსაც შეიმცირა, 4.9897%-დან 3.9978%-მდე.

1751369728

მარკ კულსი "ოცნებას": შეწყვიტეთ ოპოზიციის დევნა და დაიწყეთ პოლიტიკური...

კულსის განცხადებით, კონგრესი მზადაა ითანამშრომლოს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, რათა უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.„მე ვაკვირდები რვა ოპოზიციური პარტიის მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს. მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პირობები ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული. კონგრესი მზადაა ითანამშრომლოს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, რათა უზრუნველყოს ამ პირობების შესრულება.2025 წლის 26 მარტს მიღებულ რეზოლუციასა და რეკომენდაციაში კონგრესმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, განაახლოს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე და ყველა დაინტერესებულ მხარესთან - მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან - პოლარიზაციის შესამცირებლად, პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის აღსადგენად და ოპოზიციის მონაწილეობის უფლებების დასარეგულირებლად. ეს აუცილებელია 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ დემოკრატიული გარემოს პირობების აღსადგენად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.კულსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა და მმართველობის ყველა დონეზე პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს.„დღეს, კონგრესის სახელით, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ მოწოდებას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა და დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი მმართველობის ყველა დონეზე, რათა შეიქმნას ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობები, როგორც ეს მოთხოვნილია კონგრესის რეკომენდაციაში 476 (2022) ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების უფლებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტმა კულსმა.IPN

1751366897

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბრიტანეთის საგარეო უწყებაში და...

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა საგანელიძესთან საუბრისას „მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ“.დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით:„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.„საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს“.„დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას“.ინფორმაციისთვის, ბრიტანეთს უკვე არაერთი ქართველი მაღალჩინოსანი ჰყავს სანქცირებული, მათ შორისაა: ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, კარლო კაციტაძე, შალვა ბედოიძე, მირზა კეზევაძე, გიორგი გაბიტაშვილი, ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), მილერი ლაგაზაური.ამასთან ერთად, საქართველოს ბრიტანეთში ელჩი არ ჰყავს და დიპლომატიურ მისიას სწორედ საგანელიძე ხელმძღვანელობს. ის არის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

1751359730