GE EN
ბიზნესი
GCCA-მ Bain Capital-ის მიერ Volkswagen-ის შვილობილში წილის შეძენას თან...

GCCA-ს ინფორმაციით, შესწავლილი ტრანზაქცია კონგლომერატულ კონცენტრაციას წარმოადგენს და მხარეებს შორის ჰორიზონტალური გადაფარვა არ წარმოიქმნება. შესაბამისად, გარიგების შედეგად ბაზარზე კონცენტრაციის დონე არ იცვლება.სააგენტოს შეფასებით, კონცენტრაცია არ ზრდის მხარეთა შესაძლებლობას, ერთი ბაზრიდან მეორეზე ძლიერი საბაზრო პოზიციის გადატანით კონკურენტების ბაზრიდან განდევნის მიზნით წვდომის შეზღუდვის პრაქტიკაში ჩაერთონ.GCCA-ის განცხადებით, გარიგების შედეგად კონკურენტებისთვის, მომხმარებლებისა და მიმწოდებლებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის და ტრანზაქცია კონკურენციის შეზღუდვას არ გამოიწვევს.Bain Capital Investors ამერიკული გლობალური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კერძო კაპიტალის, ვენჩურული ინვესტიციების, კრედიტისა და უძრავი ქონების მიმართულებებით მუშაობს და სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტიციებს.Everllence SE Volkswagen Group-ის შვილობილი გერმანული საინჟინრო კომპანიაა, რომელიც სამრეწველო და ენერგეტიკულ სექტორებში საქმიანობს. კომპანია აწარმოებს საზღვაო და სტაციონარულ ძრავებს, კომპრესორებსა და ტურბინებს, ასევე მძიმე ინდუსტრიის დეკარბონიზაციის ტექნოლოგიებს.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული კონცენტრაციაც ექვემდებარება GCCA-სთვის წინასწარ შეტყობინებას, თუ მას საქართველოს შიდა ბაზარზე გავლენა აქვს.GCCA-ს ინფორმაციით, 2026 წელს სააგენტომ თანხმობა უკვე 12 კონცენტრაციაზე გასცა.

1790234459

დამსაქმებლებს საპენსიო ჯარიმების ჩამოწერა შეეძლებათ – რა პირობა უნდა შ...

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება შეეხება, 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ადმინისტრაციულ სახდელს, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს.2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმებიც, რომლებითაც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრა. ამავე თარიღიდან, თუ დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება და მისი დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.კანონი ასევე ითვალისწინებს, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში შესაბამისი საქმეების აღსრულებას შეაჩერებს აღსრულების ეროვნული ბიუროც, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიაქცევს.მნიშვნელოვანია, რომ საქმის წარმოების შეჩერება არ იწვევს საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვის შეჩერებას.დამსაქმებლებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათით.კანონის მიხედვით, ჯარიმისგან გათავისუფლების პროცესისთვის დამსაქმებლის მხრიდან დამატებითი განცხადების ან მიმართვის წარდგენა საჭირო არ არის. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებენ.2026 წლის 15 ოქტომბრიდან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.დამსაქმებელს შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის  და საბალანსე თანხის შესახებ ინფორმაციის შემოწმება შეუძლია საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში www.pensions.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საპენსიო ფონდის ცხელ ხაზს 14 80-ზე.

1790157747

მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი: „ზაფხული, როგორც წესი, მაღალი მობილობით გამოირჩევა – ავტომობილით უფრო ხშირად და შორ მანძილზე გადავადგილდებით, რაც მისი კომპონენტების ცვეთას ზრდის. ამიტომ ზაფხულის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და იმ კომპონენტების შემოწმება, რომლებმაც შესაძლოა ინტენსიური გამოყენების შედეგად რესურსი ამოწუროს. განსაკუთრებით საყურადღებოა სავალი ნაწილი, ძრავა და სხვა მნიშვნელოვანი სისტემები, რადგან სექტემბრიდან ყოველდღიურ რიტმში ვბრუნდებით და ამ ცვლილებას ავტომობილი მომზადებული უნდა შეხვდეს“.„მზად იყავი ცვლილებებისთვის - გაიარე მეტი“ კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსმა“ სექტემბერში მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. მათ შორისაა ფასდაკლება საბურავებზე – კომპონენტებზე, რომელთა მდგომარეობა ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებაზე პირდაპირ აისახება. ვინაიდან საქართველოში სექტემბერი და ხშირად ოქტომბერიც ჯერ კიდევ თბილი პერიოდია, შემოდგომის დასაწყისში შესაძლოა ზაფხულის საბურავის შენარჩუნება, თუ ის კარგ მდგომარეობაშია. თუ ზაფხულის საბურავები სათანადო კონდიციაში აღარ არის, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს სეზონის ბოლო სპეციალურ ფასებს სთავაზობს.30 სექტემბრის ჩათვლით ზაფხულის ჩინური საბურავები - 69 ლარიდან, ხოლო ბრიჯსტოუნის საბურავები - 149 ლარიდან.„თუ ზაფხულის საბურავები გაცვეთილი ან დაზიანებულია, მათი შეცვლა ახლა მომხმარებლისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. ამასთანავე, თუ მომხმარებელი შემოდგომაზე ზაფხულის საბურავებს შეცვლის და მოგვიანებით, ნოემბერში, ზამთრის საბურავებზე გადასვლას გადაწყვეტს, შენახვის საკითხიც მარტივად შეიძლება მოგვარდეს. „თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს საბურავების შენახვის მომსახურებასაც სთავაზობს. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, ისინი კომპანიაში დატოვოს და შესაბამისი სეზონის დადგომისას ავტომობილზე კვლავ დააყენოს“, – აღნიშნავს კონსტანტინე ფაცაცია.სეზონის ცვლილებისას ყურადღება აკუმულატორის მდგომარეობასაც უნდა მიექცეს. ეს ის კომპონენტია, რომლის გაუმართაობამ შესაძლოა, ავტომობილის დაქოქვასთან დაკავშირებით პრობლემა მოულოდნელად შექმნას. ზაფხულის ცხელ პირობებში ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ აკუმულატორის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა აუცილებელია.სექტემბერში „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებლებს სპეციალური ფასები აკუმულატორების შემთხვევაშიც მოუმზადა. მათ კომპანიის პარტნიორი პრემიუმ ბრენდების – VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორების შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ამასთანავე, სპეციალური ფასით აკუმულატორების შეძენა 109 ლარიდან არის შესაძლებელი.მომხმარებლები ძველი აკუმულატორის ჩაბარებით დამატებითი ფასდაკლებითაც ისარგებლებენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი აკუმულატორის ამპერაჟი ჩაბარებული აკუმულატორის ამპერაჟის ტოლი ან მეტი იყოს. ნებისმიერი აკუმულატორის შეძენისას მომხმარებელი განახლებულ საგარანტიო პირობებს მიიღებს.ავტომობილის რეგულარული მოვლისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰაერისა და სალონის ფილტრების მდგომარეობის შემოწმება. მაგალითად, ჰაერის ფილტრის მდგომარეობა საწვავის მოხმარებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. დაბინძურებულმა ან გაჭედილმა ფილტრმა შესაძლოა ჰაერის სათანადო ნაკადი შეზღუდოს, საწვავის მოხმარება გაზარდოს და ძრავის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოიწვიოს. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ჰაერისა და სალონის ფილტრის უფასოდ შეცვლის სერვისსაც სთავაზობს.სექტემბერი კარგი პერიოდია ძრავის ზეთის მდგომარეობისა და მისი შეცვლის საჭიროების გადასამოწმებლადაც. ზაფხულის განმავლობაში ავტომობილის ინტენსიურმა გამოყენებამ და ხანგრძლივმა მგზავრობამ შესაძლოა, ძრავის ზეთისა და შესაბამისი ფილტრების მდგომარეობაზეც მოახდინოს გავლენა. მისი შემოწმება კი მძღოლს საშუალებას აძლევს, ავტომობილის მოვლა მწარმოებლის რეკომენდაციებისა და კონკრეტული მანქანის ექსპლუატაციის პირობების შესაბამისად დაგეგმოს.„გაიარე მეტი“ კამპანიის ფარგლებში, 30 სექტემბრამდე მომხმარებლებს რუხის, თელავისა და ახალციხის ფილიალებში სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ: SHELL-ის ძრავის ზეთებზე – 15%-იანი, ხოლო PETRONAS-ის ძრავის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.ავტომობილის დროული შემოწმება საშუალებას გვაძლევს, მის ტექნიკურ მდგომარეობაში არსებული ცვლილებები ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ, საჭირო კომპონენტები პრობლემის წარმოშობამდე შევცვალოთ და გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტა მოტორსის“ კამპანია „მზად იყავი ცვლილებებისთვის - გაიარე მეტი“ – მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ავტომობილი საჭირო პროდუქტებითა და სერვისებით მოამზადოს და გამართულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მეტი გზა გაიაროს.----„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

1789399108

ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინო...

საქმე ის არის, რომ არასწორი რაოდენობის ულუფა, არაერთგვაროვანი საჭმელი, გარემოში დატოვებული პლასტმასის თუ ცელოფნის შეფუთვები, ცხოველთა ჯანმრთელობის და ეკოლოგიისთვის ერთნაირად საზიანოა. სწორედ ამ პრაქტიკას ცვლის სრულად პროგრამა „სმარტფო ქეარი - აკეთე სიკეთე სწორად“.გუგა აბაშიძე, „სმარტფოს“ დამფუძნებელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც ისედაც ეხმარებიან ცხოველებს, სწორი მიმართულება მივცეთ. გვინდა, ეს პროცესი სისტემური გახდეს, ისე რომ არ დავაზიანოთ ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და არ დავაბინძუროთ გარემო. „სმარტფო ქეარი“ მხოლოდ გამოკვება არ არის, - ეს არის ზრუნვის სრულიად ახალი კულტურა, რომელიც ტექნოლოგიების მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს მარტივად და სწორად აკეთოს სიკეთე. ამ წამოწყების ეფექტიანად განხორციელებას სათავეში ჩვენი დამფუძნებელი პარტნიორი, მარკ დენოვანი უდგას, რომელსაც ამ სფეროში საქმიანობის 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ანალოგიური ინიციატივები უამრავ ქვეყანაში განუხორციელებია. პროცესი სრულად მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და გვეხმარება არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ინოვაციებს“.საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში თბილისში უკვე განთავსდა ექვსი ჭკვიანი საკვებური, რომელიც ორი პრინციპით მუშაობს: QR კოდით, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ცხოველისთვის საკმარისი ერთი სრული ულუფა 2 ლარად შეიძინოს. დასკანერების შემდეგ მოწყობილობიდან საკვები სპეციალურ ჯამში თავსდება. გათვალისწინებულია კორპორაციული შეთავაზებაც. საჭირო ინფრასტრუქტურა კომპანიების ტერიტორიაზე ეწყობა და ბიზნესი უკვე თავად აფინანსებს მიკედლებული ცხოველის გამოკვებას.გეგმაშია ქსელის გაფართოებაც. შემოდგომისთვის დედაქალაქში 50, ხოლო სხვა დიდ ქალაქებში ჯამურად 150 საკვებური დაიდგმება. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში საკვებურების წარმოება ადგილობრივად დაიწყება. ოქტომბრის ბოლოს, ჩაეშვება მობილური აპლიკაცია, სადაც მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები მიუსაფარი ცხოველების დახმარებისთვის და მაქსიმალური რაოდენობა კეთილი ადამიანების და კომპანიების ჩართვისთვის. ცხოველებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში ეს სრულიად ახალი სიტყვა იქნება საქართველოში. პირველ ეტაპზე 10 ერთეული დამზადდება. გამოკვების გარდა დანადგარი გააკონტროლებს ცხოველთა კვების რაოდენობას, ტემპერატურას და ადრეული ეტაპიდან დაავადების გამოვლენას შეუწყობს ხელს. საბოლოო მიზანი სმარტქეარ პუნქტების ფართო ქსელის შექმნაა, რომლებიც სხვადასხვა უბანს, ეზოებსა თუ კომპანიებს მოემსახურება.საქმიანობის გასავითარებლად „სმარტფო“ დონაციის პლატფორმის tegeta.care-ის პარტნიორი გახდა. ჰოლდინგი, რომელიც წლებია აქტიურად ზრუნავს და მუშაობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, „სმარტფოს“ მხარდამჭერი და მეგობარია.მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების კოორდინატორი: „უკვე წლებია „თეგეტა“ საზოგადოების მხარდამჭერ არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ეს ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ პროექტებისა და პროგრამების გვერდით დგომა, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. „სმარტფო“ ის ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელსაც თავისი ინიციტიავებითა და  წამოწყებით ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მოვლის კულტურა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. ჩვენი მიზანი, ამ თანამედროვე მიდგომის გაძლიერებაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ეს პროგრამა, იმისათვის რომ ერთად ვისწავლოთ, - როგორ ვაკეთოთ სიკეთე სწორად“.„სმარტფოს“ მხარდაჭერა უკვე ნებისმიერ მსურველს tegeta.care-ზე შეუძლია. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ერთიანი ჩართულობით არის შესაძლებელი აკეთო სიკეთე და აკეთო სწორად.----„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

1789398640

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

ფესტივალზე PSP-ს სამი სარეკლამო კამპანია იყო წარდგენილი - “რეცეპტი: სიმართლე”, “თავისუფლება გადამდებია” და “მეშეზლონგე”, რომლებზეც შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.„რეცეპტი: სიმართლე“ ფესტივალზე გრან პრითა და 2 ოქროთი დაჯილდოვდა; „თავისუფლება გადამდებია“ - ვერცხლით, ხოლო „მეშეზლონგემ“ ბრინჯაო მოიპოვა.2026 წლის გრან პრის მფლობელი კამპანია “რეცეპტი: სიმართლე”, ბრენდის გულწრფელობასთან ერთად, გამბედაობას და საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულების - სიმართლის წარმოჩენას ემსახურება. PSP აუდიტორიასთან შელამაზების გარეშე სიმართლეს საუბრობს გენდერული ნიშნით შერჩევითი აბორტის, გენდერული უთანასწორობის, „ჯანსაღი რუჯის“ სახიფათო მითის შესახებ.PSP გახდა საერთაშორისო ფესტივალებზე ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ქართული ბრენდი, რადგან ზოგჯერ, ყველაზე ძლიერი რამ, რაც აფთიაქს შეუძლია დანიშნოს - სიმართლეა.Ad Black Sea რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას – საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს. წლევანდელი საიუბილეო, მეათე საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებით სასიამოვნოდ დახუნძლული აღმოჩნდა.(R)

1789375250

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

მსოფლიოში ცნობილმა კორეულმა ბრენდმა Beauty of Joseon-მა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავის ოფიციალურ პარტნიორად PSP აირჩია.Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეული ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შეიქმნა Beauty of Joseon - ბრენდი, რომელიც ტრადიციულ კორეულ ინგრედიენტებს თანამედროვე, ეფექტურ ფორმულებთან აერთიანებს.ბრენდის ცნობადობის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად მალევე იქცა Relief Sun, რომელმაც მზისგან დაცვის ყოველდღიურ რუტინას სრულიად ახალი მიდგომა შესთავაზა და Beauty of Joseon-ის საერთაშორისო პოპულარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.Beauty of Joseon-ის ფორმულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კორეული ტრადიციული მოვლისთვის დამახასიათებელ ინგრედიენტებს: ჟენშენი, ბრინჯი, მწვანე ქლიავი, პროპოლისი, წითელი ლობიო, მუგვორტი - მცენარეული ინგრედიენტი, რომელიც კანის დამშვიდებასა და ანტიოქსიდანტურ მოვლას უზრუნველყოფს. ამ ტრადიციულ ინგრედიენტებს Beauty of Joseon თანამედროვე აქტიურ კომპონენტებთან, მათ შორის ნიაცინამიდთან, რეტინალთან, ალფა-არბუტინთან და სხვა თანამედროვე კანის მოვლის ინგრედიენტებთან აერთიანებს.ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს კანის მოვლის თითქმის ყველა ძირითად ეტაპს -  გამწმენდებს, ტონერებსა და ესენციებს, შრატებს, დამატენიანებლებს, ნიღბებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს. რთულ მრავალსაფეხურიან რუტინას Beauty of Joseon მომხმარებლისთვის მარტივ, სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებად აქცევს.“Beauty of Joseon-ის საქართველოში ექსკლუზიურად PSP-ში გამოჩენა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აღმოაჩინონ თანამედროვე K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი თავისი ორიგინალი თავის მოვლის საშუალებებით და საკუთარი კანის საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ პროდუქტები ყოველდღიური რუტინისთვის.როგორც ლიდერი კომპანია, PSP კორეულმა ბრენდმა, Beauty of Joseon-მა ექსკლუზიურ პარტნიორად შეარჩია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულად სამხრეთ კავკასიაში. ამდენად, PSP საქართველოში კვლავ კორეული პროდუქციის Missha, Mizon, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს”, - აცხადებენ PSP-ში. (R)

1789280100

მაგთის Mesh Wi-Fi

თბილისი (GBC) – მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს, რაც მკვეთრად აუმჯობესებს სახლისა და ოფისის ინტერნეტის ხარისხსა და სტაბილურობას.დღეს, მხოლოდ ინტერნეტის ქონა აღარ არის საკმარისი. თანამედროვე ციფრულ რეალობაში, სწორედ ხარისხიანი Wi-Fi განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და სტაბილურად  ვუკავშირდებით ონლაინ სამყაროს. სქელი კედლები, დიდი ფართობი და ერთდროულად ჩართული მოწყობილობები ხშირად სუსტი სიგნალის და „ბრმა ზონების“ მიზეზი ხდება.  Magti Mesh Wi-Fi სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაა. ის თანაბრად ანაწილებს სიგნალს და უზრუნველყოფს საუკეთესო კავშირს შენობის ნებისმიერ წერტილში.Mesh Wi-Fi რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობით აგებული უსადენო ქსელია, რომელიც ერთიან Wi-Fi გარემოს ქმნის. ტრადიციული როუტერისგან განსხვავებით, სადაც ერთი მოწყობილობა მთელ სივრცეს ფარავს, Mesh სისტემა რამდენიმე მოწყობილობას (Node) იყენებს. სახლში რამდენიმე პატარა მოწყობილობა თავსდება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთიან ძლიერ Wi-Fi ქსელს ქმნიან. შედეგად მომხმარებელი იღებს:· სტაბილურ სიგნალს – ინტერნეტი უკეთესად იჭერს ყველგან;· ფართო დაფარვას – ქრება „ბრმა ზონები“;· ავტომატურ გადართვას საუკეთესო წვდომის წერტილზე – ვიდეოზარი აღარ წყდება გადაადგილებისას;· ერთიან Wi-Fi ქსელს – ერთი სახელითა და პაროლით, მთელი სახლი ერთიWi-Fi ქსელით მუშაობს.Magti Mesh Wi-Fi იდეალურია: დიდი ბინებისა და კერძო სახლებისთვის;  ოფისებისა და სამუშაო სივრცეებისთვის;  სასტუმროებისა და კომერციული ობიექტებისთვის;  ჭკვიანი სახლებისა და IoT ეკოსისტემებისთვის. შესაკვეთად დარეკეთ მაგთის ცხელ ხაზზე 110011 მობილური ქსელიდან ან ეწვიეთ მაგთის ოფისებს.დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.magticom.ge/ka/mesh2026 (R)

1789022186

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქები მომხმარებელს თანამედროვე და განსხვავებულ გარემოში ახალი ბრენდებისა და ინოვაციური სერვისების აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს. გარანტირებული ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანიდან სასურველი პროდუქტის შერჩევა ამ სივრცეში კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია, განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო სარკე და ინოვაციური საპრეზენტაციო თარო კი თავის მოვლის პროდუქტების გაცნობას სრულიად ახალ გამოცდილებად აქცევს.სადიაგნოსტიკო სარკე ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი მონიტორია, რომლის კამერა და პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლის სახის კანის მდგომარეობას აანალიზებს. გამოვლენილი მდგომარეობების - ლაქების, ნაოჭების, თვალის გარშემო მუქი წრეების, სიმშრალის, ცხიმიანობისა და სხვა პრობლემების მიხედვით ეკრანზე ჩნდება პერსონალიზებული რეკომენდაციების შეთავაზება მისი კანის საჭიროებების მიხედვით.მიღებული რეკომენდაციების გაცნობა მომხმარებელს QR კოდის დასკანერებით შეუძლია, სურვილის შემთხვევაში კი სასურველ ელექტრონულ ფოსტაზე მიღება.ინოვაციური საპრეზენტაციო თარო მომხმარებელს პირველად სწორედ ახალი კონცეფციის აფთიაქში შეუძლია იხილოს. ახალ აფთიაქში წარმოდგენილია კორეული ბრენდის - „მიზონის“ საპრეზენტაციო თარო, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის გაცნობას უფრო მარტივსა და საინტერესო გამოცდილებად სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თაროზე განთავსებული პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაცია ეკრანზე მიიღოს, უკეთ გაიცნოს მისი შესაძლებლობები და მისთვის სასურველი პროდუქტი უფრო მარტივად შეარჩიოს.მსგავსი საპრეზენტაციო თაროები შერჩეულ აფთიაქებში სხვადასხვა ბრენდის პროდუქტებით განთავსდება, რათა მომხმარებელს ახალი და საინტერესო მეთოდით პროდუქციის გაცნობა და მისთვის სასურველი არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაუადვილდეს.საზეიმო ლენტი PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა ანო გოგიჩაძემ და ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა ნანა გვილავამ გაჭრეს. ახალი კონცეფციის აფთიაქის გახსნას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები დაესწრნენ.„PSP-ს ქსელის განვითარება ჩვენი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მედიკამენტებისა და მსოფლიოში ცნობილი თავის მოვლის ბრენდების პროდუქტების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აფთიაქი მხოლოდ საჭირო პროდუქტის შეძენის ადგილი არ იყოს და მომხმარებელს კომფორტული, საინტერესო და თანამედროვე გამოცდილება შესთავაზოს.როგორც სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ინოვაციური წარმომადგენელი საქართველოში, PSP მუდმივად ნერგავს სიახლეებს როგორც ასორტიმენტის, ისე მომსახურების მიმართულებით. ახალი კონცეფციის აფთიაქიც სწორედ ამ იდეას აერთიანებს - მომხმარებელს შეუძლია ახალი პროდუქტები აღმოაჩინოს, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოსცადოს და პროფესიონალი ფარმაცევტებისა და კონსულტანტების დახმარებით მის საჭიროებებზე მორგებული არჩევანი გააკეთოს.გახსნასთან დაკავშირებით ორი კვირის განმავლობაში მომხმარებლისთვის მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება - 5% ექსტრა ფასდაკლება ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ხოლო 10% - პარაფარმაცევტულზე, ყველა 50-ლარიან შენაძენზე კი სასაჩუქრე ქისები გადაეცემათ. 2026 წლის განმავლობაში კომპანიამ 16 ახალი აფთიაქი გახსნა, მათ შორის ახალი დიზაინით ბათუმსა და ქუთაისში, ახლა კი უკვე ახალი კონცეფციით თბილისში. ქსელის გაფართოების პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ 10-მდე აფთიაქი გაიხსნება, მათ შორის ახალი კონცეფციის აფთიაქი თელავში” - აცხადებენ PSP-ში.შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ PSP აფთიაქის Facebook გვერდს.#PSP ხარისხის გარანტი(R)

1788852484

2Q26-ში ინვესტიციების 44.3% საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ჩაიდო

2Q26-ში სააქციო კაპიტალმა $210.5 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. რეინვესტიციამ $300.5 მლნ შეადგინა და მისი წილი 64.1%-ით განისაზღვრა.საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2Q26-ში პირველ ადგილზეა ჩინეთი $219.5 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო $123.5 მლნ-ით (26.3%), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები - $47.7 მლნ-ით (10.2%).სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3%-ს შეადგენს.საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2Q26-ში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $207.6 მლნ-ს მიაღწია (44.3%). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია $119.9 მლნ-ით (25.6%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი $59 მლნ-ით (12.6%).სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 82.4% შეადგინა.

1788851886

უკრაინა პატარკაციშვილების კუთვნილი წყლის კომპანიის ნაციონალიზაციას გეგ...

უკრაინაში ბოთლის წყლის უმსხვილესი მწარმოებლის, IDS Ukraine-ის აქტივები ხელისუფლებამ 2022 წელს გაყინა.უკრაინის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს (Arma) ხელმძღვანელის, იაროსლავა მაქსიმენკოს თქმით, უწყება დამოუკიდებელი მენეჯმენტის შესაყვანად მუდმივად წააწყდა სამართლებრივ დაბრკოლებებს, რადგან პატარკაციშვილები უარს ამბობენ თავიანთ კუთვნილ აქტივებზე კონტროლის დათმობაზე.თავის მხრივ, პატარკაციშვილების ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის ერთგული მხარდამჭერები არიან და უსამართლოდ გახდნენ სამიზნე. ოჯახის პოზიციით, სახელმწიფო არ უნდა ართმევდეს აქტივებს არასანქცირებულ მესაკუთრეებს, რომელთა მიმართაც არანაირი ბრალდება არ არსებობს.ოჯახის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ უკრაინულ სასამართლოებში სამართლიანობის მიღწევა ვერ მოხერხდება და კომპანიას Arma-ს პროცესით ჩამოართმევენ, ისინი საკუთარი უფლებების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში გააგრძელებენ.IDS Ukraine-ში 34%-იანი წილი ლიანა, ია და ინა პატარკაციშვილებმა მემკვიდრეობით 2008 წელს, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მიიღეს.კომპანიის მცირე აქციონერებს შორის საქართველოს მთავრობაც შედის.

1788762995