თბილისი (GBC) - საბანკო სექტორს საკომისიოებიდან შემოსავლები გაეზარდა. სებ-ის 8 თვის სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი 370 მლნ ლარამდეა მომატებული (01.09.2021 – ₾ 299 მლნ). 

ბანკი საკომისიოს სხვადასხვა სერვისიდან იღებს, მათ შორის სესხის, ანგარიშის მომსახურებიდან, ასევე სავალუტო ოპერაციებიდან.

კოეფიციენტი რამდენიმე ბანკს გაუუარესდა, მათ შორის უმსხვილეს გერმანული ჯგუფის ბანკს – პროკრედიტს, რომელსაც მომსახურებიდან უფრო ნაკლები მიიღო, ვიდრე დახარჯა. ₾1.4 მლნ-ით იზარალა. 3 მლნ ლარამდე ზარალი მიადგა ქართუს.

ყველაზე მზარდი ამონაგები კვლავ "კრედოს" აქვს. ყოფილი მისოს წილი 0.6 პპ-ით არის გაზრდილი.

წყარო: კომერციული ბანკები (რიგითობა აქტივების მიხედვით).