თბილისი (GBC) - სებ-ის კალიბრაცია სამომხმარებლო სესხებს ვერ თოკავს, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ (სებ-ის რეკომენდაციით) კალიბრაციის  გარეშე  რა იქნებოდა, მაშინ ეფექტი არის. 

01.11.2022-ის  მდგომარეობით, ბანკების სამომხმარებლო პორტფელი 7.5 მლრდ ლარს შეადგენს და მთლიანი დაკრედიტების (₾ 43.2 მლრდ) 17.3%-ია (01.11.2021 – 5.8 მლრდ; 13.97%). წლიური ზრდა კი 29.3%.

კალიბრაცია - ეს მოქნილი კალათა, ბანკების ზედამხედველობაში 2016 წელს გამოჩნდა და 2022 წელს განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ის გულისხმობს სხვადასხვა პარამეტრების ცვლილების საზედამხედველო პაკეტს. აქ შედის  ბოლო დროის სასესხო რეგულაციები, მ.შ  PTI –ის 50%-დან  25% -მდე შემცირების, ნაკლებშემოსავლიანი მსესხებლისთვის (≤ ₾1 500); ცვლადგანაკვეთიანი სესხის  3% -იანი გადაზღვევის (მსესხებელს რომ მეტობით შემოსავალი მოეთხოვება: გადახდისუნარიანობის +3%-ით შეფასება, სესხის გაძვირებისას 1,2 ან 3%-ით დაფარვა რომ არ გაუჭირდეს); იპოთეკის 15-დან 10 წლამდე და სამომხმარებლო სესხის 4-დან 3 წლამდე დამოკლევადიანების; ლარის პორტფელიანი (სესხი/დეპოზიტი) ბანკების წახალისების და სავალუტოს შეზღუდვის... ამავე კალათაშია კაპიტალის ბუფერები, მ.შ. სისტემური ბანკებისთვის (TBC/BOGG/LB). მალე კალათას კონტრციკლური  ბუფერიც დაამძიმებს. რაც მსესხებლების ტვირთსაც ამძიმებს, იმის მიუხედავად, რომ სებ-ს ეს მათი ვალდებულებების შესამსუბუქებლად უნდა.

სებ-ის პრეზიდენტს ბევრჯერ უთქვამს (ინფლაციის დოზირებული მოთოკვის, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებისას, მიწოდების ფაქტორებთან ბრძოლის მიზანშეუწონლობაზე საუბრისას...), რეალობა როცა ქმნის ერთადერთ გამოსავალს, ფულის გაძვირება ჯობს უფულობასო. მაგრამ მსესხებლისთვის არა. ₾1 500 შემოსავლიანისთვის გამოსავალი არ არსებობს, რადგან გამოუვალ მდგომარეობაშია. გაძვირებულ სესხს თუ აიღებს, დასაფარი ფული აღარ ექნება.

სებ-ის სტატისტიკით, ბანკების საცალო პორტფელში ყველაზე მეტი გაფუჭებული სესხი სამომხმარებლოა (6% - 400 მლნ ლარის ფარგლებში). მ.შ. ყველაზე მეტი - 4.4% ლიბერთის პორტფელში. 

ბანკები  სამომხმარებლო სესხებით, მ.შ პრობლემურით

 

 

 

 

თიბისი ბანკი              

2.2 მლრდ

0.7%

საქართველოს ბანკი

2.9 მლრდ

0.6%

ლიბერთი ბანკი

890 მლნ

4.4%

კრედო

765 მლნ

0.75%

ბაზისბანკი

206 მლნ

1.9%

წყარო: ბანკები