თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკიდან წასვლის შესახებ ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში დღეს, 26 სექტემბერს დაწერა. „როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება“, – წერს ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში.

ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საერთაშორისო სანქცირების ჯერ მიერთების და შემდეგ მოხსნის ფონზე ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტები არიან. საბჭოს კიდევ ერთ წევრს რობერტ სინგლეტარს კი, უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდის. ამასთან, ამ გადაწყვეტილების გამო პოსტი დატოვა სების პრეზიდენტის მრჩეველმა - გიორგი ბაქრაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი თანამდებობა - „პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია უსაფრთხოების საკითხებში“ სწორედ აღნიშნული მოვლენების შემდეგ გაჩნდა. აღნიშნულ თანამდებობაზე სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა, რომელსაც 2012 წლიდან სებ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა.