საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნგრეთის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
ნათია თურნავამ საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორის მდგომარეობაზე ისაუბრა.
გაცბნობით შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე.
ნათია თურნავამ ვიზიტორებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებული მდგომარეობა და ზრდის ძირითადი მიმართულებები. მისივე თქმით, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს მიმართ ინვესტორთა მაღალ ინტერესს განაპირობებს.
უნგრეთის დელეგაცია შედგა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებით, მ.შ. ენერგეტიკის, დეველოპერული სფეროს, აუდიტორული კომპანიების და ბიზნეს-საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით.
თავის მხრივ, უნგრულმა მხარემ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის წარმოების ინტერესი და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.