თბილისი (GBC) - საბანკო სექტორს წმინდა მოგება გაეზარდა, წლიურად (Y.Y) 32%-ით, 767,7 მლნ ლარამდე (01.05.2022 - ₾ 523 მლნ).

სანქცირებული ვითიბის შარშანდელი ეფექტის (01.05.22-ის 47 მლნ-იან ზარალი) გამორიცხვით 33%-იანი ზრდაა. 01.05.2022-ისთვის ბაზრის 14 მონაწილიდან 3 იყო ზარალზე, მათ შორის რუსული ვითიბის შვილობილი, 47 მლნ ლარამდე ზარალით.

01.05.2023-ის მდგომარეობით კი ზარალზე 2 ბანკია "სილქ ბანკი" და ახლადლიცენზირებული ციფრული, "პეისერა" ბანკი, რომელსაც საოპერაციო საქმიანობა ჯერაც არ დაუწყია.

ბაზრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა "კრედოს" 125%-იანი ზრდა. ყოფილი მისო გაერია სისტემურ ბანკებში, რომლებსაც "კრედოსგან" განსხვავებით, სებ-ი კაპიტალის  დამატებით ბუფერებს სთხოვს.

ბანკები წმინდა მოგებით 

 

01.05.23

01.05.22 000₾

საქართველოს ბანკი

357,228

279,423

თიბისი  

297,954

210,296 

კრედო

18,453

 6.97  

ლიბერთი

17,651

 12,7 

ბაზისბანკი

15,811

 21,7

პროკრედიტ ბანკი

15,500

 13,4

ქართუ

10,480

  4.51

ხალიკ ბანკი

10,371

  5.95

წყარო:

კომერციული

ბანკი 

 (ბიზნესპარტნიორი)