თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6396 ლარის ნიშნულზე დაადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5972 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0424 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8278 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7733 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0545 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში პარასკევს შევა.