თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, ნოემბრის ბოლოს იყო $1/2.7129, ხოლო თვის საშუალო კურსმა $1/2.7061 ლარი შეადგინა. 2022 წლის ნოემბრის ბოლოს 1 აშშ დოლარი 2.7153 ლარი ღირდა, ხოლო საშუალოდ თვეში 2.7282 ლარს უტოლდებოდა.
2023 წლის ნოემბრის ბოლოს 1 ევროს ფასი ლარებში იყო 2.9769. ხოლო ამავე თვის საშუალო მაჩვენებელი გახლდათ 2.9190 ლარი. ევროსთან მიმართებით 2022 წლის ნოემბერში ეს ციფრები შემდეგნაირად გადანაწილდა: თვის ბოლოს მან შეადგინა 2.8193 ლარი, ხოლო თვის საშუალო მაჩვენებელი 1 ევროს შემთხვევაში იყო 2.7786 ლარი.
საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ - თურქეთს რაც შეეხება, აქ თვის ბოლოს ერთი ლირა 0.0938 ლარი ღირდა, ხოლო საშუალოდ ნოემბრის თვეში ერთი თურქული ლირა 0.0945 ლარს უდრიდა. წინა წლის ნოემბრის ბოლოს 1 ლირის ღირებულებამ შეადგინა 0.1456 ლარი, ხოლო საშუალოდ თვეში 0.1466 ლარი.